„საქსტატმა“ 2023 წლის თებერვლის ბრუნვის მოცულობის ინდექსი გამოაქვეყნა. საქმიანობის ჯგუფების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლილებები განსხვავებულია.
მრეწველობის ჯგუფში წინა წლისთებერვალთან შედარებით ბრუნვის მოცულობის ინდექსი 132.2%-ით გაიზარდა, თუმცა წინა თვესთან შედარებით ზრდა 16%-ია. ამ ჯგუფის ქვეჯგუფებში ყველაზე დიდი ზრდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდებას აქვს 166.4%, ხოლო დამამუშავებელ მრეწველობას 154.7% აქვს.
მშენებლობის ჯგუფში ბრუნვის მოცულობის ინდექსი თებერვალში 2022 წლის შესაბამის თვესთან შედარებით 107.6%-ით არის გაზრდილი, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი და საბითუმო და საცალო ვაჭრობა 350.9%-ით.
რაც შეეხება მომსახურების ჯგუფს, ის გაზრდილია 96.5%-ით. აღნიშნული კატეგორიის ქვეჯგუფებში კი ყველაზე მაღალი 150%-იანი ინფორმაცია და კომუნიკაციის საქმიანობებმა აჩვენა.
ბრუნვის მოცულობის ინდექსები იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების) საფუძველზე. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს დღგ-ის გადამხდელი საწარმოების წინა თვეების ბრუნვების კორექტირება, რამაც, შესაბამისად, შესაძლოა ყოველთვიური ინდექსების წინასწარი მონაცემების კორექტირება გამოიწვიოს.