რომელი სახელმწიფო პროგრამები დაეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს 2023 წელს? – East Fruit

რომელი სახელმწიფო პროგრამები დაეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს 2023 წელს? – East Fruit

access_time2023-03-04 16:30:27

გასულ კვირას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა 2023 წელს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის გეგმებზე ისაუბრა. ინფორმაციას East Fruit-ი ავრცელებს.


საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს 2023 წელს დააფინანსებენ: შეღავათიანი აგროკრედიტის, თხილის წარმოების ხელშეწყობისა და „დანერგე მომავლის“ პროგრამებზე.


შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და კომერციული ბანკების მიერ ფერმერებზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთების სუბსიდირებას გულისხმობს. 2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი 200 მლნ ლარამდე (76 126 675 აშშ დოლარი) გაიზარდა. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლოს სახელმწიფოს წარმომადგენლებმა პროგრამის ფარგლებში გამოაცხადეს კონკრეტულად ციფრული ტექნოლოგიების, აგრო დრონების და ამინდის სადგურების სუბსიდირება.



2023 წელს გაგრძელდება პროგრამის „დანერგე მომავალი“, რომელიც მრავალწლიანი ბაღების გაშენების სუბსიდირებას ახდენს. ხანიშვილის თქმით, პროგრამის ფარგლებში ამ დროისთვის 20 000 ჰექტრამდე მრავალწლიანი ბაღებია გაშენებული, 2023 წელს კი 4 000 ჰა-მდე ახალი ბაღების სუბსიდირება იგეგმება.


თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა 2022 წელს დაიწყო და ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით თხილის ბაღების რეგისტრაცია მიმდინარეობს. სახელმწიფო რეგისტრირებულ ფერმერებს ჰექტარზე ერთჯერად 500 ლარს გადაუხდის სუბსიდიას, რომელიც ბაღების შესხურებას მოხმარდება. პროგრამის მიზანია ფერმერების სტიმულირება, გააგრძელონ თხილის ბაღების მოვლა გასული წლის წარუმატებელი სეზონის მიუხედავად . ხანიშვილის თქმით, პროგრამის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებულია 37 000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up