რომელია 10 ყველაზე ეფექტური პასპორტი მსოფლიოში

რომელია 10 ყველაზე ეფექტური პასპორტი მსოფლიოში

access_time2021-12-05 21:00:49

ისეთი ქვეყნის მოქალაქეობა, რომელსაც სოციალური პრობლემები მოგვარებული აქვს და მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან თანამშრომლობს, ნამდვილი კომფორტია. მსოფლიოს მოქალაქეებს ერთნაირი პირობების მქონე პასპორტები ნამდვილად არ აქვთ, უვიზო მიმოსვლის თვალსაზრისით ზოგიერთი ბევრად უკეთესია, ვიდრე სხვები.

წარმოგიდგენთ მსოფლიოში 10 ყველაზე ეფექტური პასპორტის სიას Henley Passport Index, Independent & The Economic Times-ის მიხედვით.

10. შვედეთი - 186 ქვეყანა

შვედეთი არის სკანდინავიური ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში. მას ესაზღვრება დასავლეთით ნორვეგიას და აღმოსავლეთით ფინეთი ესაზღვრება. თუ თქვენ გაქვთ შვედური პასპორტი, შეგიძლიათ ისარგებლოთ 186 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლით.

9. საფრანგეთი - 186 ქვეყანა

საფრანგეთი არის დასავლეთ ევროპის ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება 8 ქვეყანას: იტალიას, გერმანიას, ესპანეთს, ბელგიას, მონაკო, ანდორას, შვეიცარიას და ლუქსემბურგს. ფრანგული პასპორტის ქონა მოგცემთ წვდომას 186 ქვეყანაში ვიზის გარეშე. გარდა ამისა, საფრანგეთი გაძლევთ საშუალებას გქონდეთ ორმაგი მოქალაქეობა.

8. ლუქსემბურგი - 187 ქვეყანა

ლუქსემბურგი პატარა ევროპული ქვეყანაა, რომელიც ესაზღვრება ბელგიას, საფრანგეთსა და გერმანიას. ლუქსემბურგი ბრიუსელთან, ფრანკფურტთან და სტრასბურგთან ერთად, ევროკავშირის ოთხი ოფიციალური ევროპული დედაქალაქიდან ერთ-ერთია. ამ პასპორტის ქონა ნიშნავს, რომ შეგიძლიათ იმოგზაუროთ 187 ქვეყანაში უვიზოდ.

7. იტალია - 187 ქვეყანა

იტალიური პასპორტი, რომელიც იტალიის მოქალაქეებზე საერთაშორისო მოგზაურობისთვის გაიცემა, არის მეშვიდე ყველაზე ძლიერი პასპორტი მსოფლიოში. იტალიამ 2006 წელს კონტროლის გამარტივებისა და ადმინისტრაციული მუშაობის შემცირების მიზნით პასპორტებში ბიომეტრიული ტექნოლოგია შემოიტანა. იტალიის ყველა მოქალაქე ასევე არის ევროკავშირის მოქალაქე და იტალიური პასპორტით, თქვენ გაქვთ უფლება იცხოვროთ ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში. იტალიური პასპორტის ქონა ასევე გაძლევთ ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას.


6. დანია - 187 ქვეყანა

დანია ბოლო ქვეყანაა, რომელმაც 187 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლა დაუშვა. დანიის პასპორტები მხოლოდ დანიის სამეფოს მოქალაქეებზე გაიცემა. პასპორტი ასევე აძლევს მფლობელს გადაადგილების თავისუფლების უფლებას შვეიცარიასა და ევროკავშირში. გრენლანდიაში ან ფარერის კუნძულებზე მცხოვრებ დანიის მოქალაქეებს შეუძლიათ აირჩიონ ევროკავშირის დანიის პასპორტი და/ან ადგილობრივი არაევროკავშირის პასპორტი.

5. ფინეთი - 188 ქვეყანა

ფინეთი, გერმანიასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად, გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც ხუთეულში შევიდა. ფინეთის მოქალაქეებს საშუალება აქვთ მსოფლიოს 188 ქვეყანაში უვიზოდ იმოგზაურონ. გასული წლიდან ფინეთი პასპორტის ინდექსის მეოთხე ადგილიდან მეორე ადგილზე გადავიდა. ყველა პასპორტის მსგავსად, ფინეთის პასპორტი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პასპორტები ძალაშია გაცემიდან 5 წლის განმავლობაში და ყოველი ფინელი მოქალაქე ასევე არის ევროკავშირის მოქალაქე.

4. გერმანია - 188 ქვეყანა

გასული წლიდან Henleys Passport Index-ის ოფიციალურ მსოფლიო რეიტინგში გერმანია ერთი პოზიციით წინ წავიდა. გერმანული პასპორტით, თქვენ გაქვთ უვიზო მიმოსვლის უფლება 188 ქვეყანაში. გერმანული პასპორტები მოქმედებს 10 წლით მოზრდილთათვის და ექვსი წლის განმავლობაში 24 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის. გერმანული პასპორტით თქვენ ასევე შეგიძლიათ იცხოვროთ, იმუშაოთ და ისწავლოთ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იაფ ქვეყანაში უმაღლესი განათლების მისაღებად, ან გაემგზავროთ ევროკავშირის ნებისმიერ მეზობელ ქვეყანაში იგივეს გასაკეთებლად.

3. სამხრეთ კორეა - 188 ქვეყანა

ბოლო ქვეყანა, რომელმაც 188 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლა დაუშვა, არის სამხრეთ კორეა. ისევე როგორც ყველა სხვა პასპორტი, სამხრეთ კორეის პასპორტი მოქმედებს როგორც სამგზავრო დოკუმენტი, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს თქვენი ვინაობა. სამხრეთ კორეის პასპორტებში ასევე მითითებულია რეზიდენტის რეგისტრაციის ნომერი. სამხრეთ კორეის პასპორტები გაცემულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ჩვეულებრივ იბეჭდება კორეის Minting & Security Printing Corporation-ის მიერ.

2. სინგაპური - 190 ქვეყანა

მსოფლიოს უძლიერესი პასპორტების რეიტინგში სინგაპური წაყვან ადგილს იკავებს. იგი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მსოფლიოს 190 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ. სინგაპურის პასპორტები, როგორც წესი, მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ექსკლუზიურად გაცემულია იმიგრაციისა და კონტროლის ოფისის მიერ. ვინაიდან სინგაპურის პასპორტი მსოფლიოში ყველაზე მძლავრი პასპორტია, ის, ხშირად გაყალბების სამიზნეა. თუმცა, იმიგრაციისა და გამშვები პუნქტების ოფისი ძალიან ეფექტურად ებრძვის ამ რობლემას.

1. იაპონია - 190 ქვეყანა

იაპონია ზედიზედ მეორე წელია რეიტინგში პირველ ადგილს არ თმობს. იაპონური პასპორტით შეგიძლიათ უვიზოდ იმოგზაუროთ მსოფლიოს 190 ქვეყანაში. იაპონური პასპორტები მოქმედებს ხუთი ან ათი წლის განმავლობაში, განმცხადებლის ასაკისა და რეგისტრაციის საფასურის მიხედვით.

წყარო - wealthygorilla.com,  ბიზნესპრესნიუსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up