რომელია 6 ყველაზე ძვირად ღირებული შენობა მსოფლიოში

რომელია 6 ყველაზე ძვირად ღირებული შენობა მსოფლიოში

access_time2022-03-27 19:00:53

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა დიდი ხანია თავს იწონებს ყველაზე ძვირად ღირებული, ორიგინალური თუ ფუნქციური შენობებით. ხშირად მსგავსი არქიტექტურა ტურისტებსაც იზიდავს.

საინტერესოა, რა რაოდენობის თანხაა საჭირო გიგანტური ნაგებობებისთვის და რომელმა ქვეყანამ რამდენი დახარჯა ამაში?

წარმოგიდგენთ 6 ყველაზე ძვირად ღირებულ შენობას მსოფლიოში:

The Cosmopolitan, ლას-ვეგასი: 4.9 მილიარდი დოლარი

3027-ოთახიანი Cosmopolitan-ის აშენება 2009 წელს 3,9 მილიარდი დოლარი დაჯდა. ეს დღევანდელი კურსით 4,9 მილიარდი დოლარის ექვივალენტია. სასტუმრო და კაზინო მოიცავს ორ მაღალსართულიან კოშკს და სიგნით განლაგებულია ყველაფერი - 3 200 ადგილიანი თეატრიდან დაწყებული, სპა და ფიტნეს ცენტრით დასრულებული.

კომპლექსი 2021 წელს 5,65 მილიარდ დოლარად გაიყიდა.

Apple Park, კუპერტინო: 5 მილიარდი დოლარი


Apple, რომელმაც 2022 წელს 3 ტრილიონ დოლარის ღირებულებას მიაღწია, ყველაზე მდიდარი კომპანიაა მსოფლიოში. კამპუსი, რომელიც 2017 წლის დასაწყისში დასრულდა, დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი დაჯდა.

SoFi Stadium, კალიფორნია: 5,5 მილიარდი დოლარი

SoFi Stadium-ის აშენება 5,5 მილიარდი დოლარი დაჯდა, რაც მას ყველაზე ძვირად ღირებულ სტადიონად აქცევს მსოფლიოში. მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდა. სტადიონის მაქსიმალური ტევადობა 100 000 ადამიანზეა გათვლილი.

Marina Bay Sands, სინგაპური: 5,5 მილიარდი დოლარი

სინგაპურის სენსაციური Marina Bay Sands-ის კომპლექსი მოიცავს უსასრულო აუზს, ყველაზე დიდ კაზინოს, 2561-ნომრიან მდიდრულ სასტუმროს და სხვა კომფორტს, რომელიც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. კომპლექსის მშენებლობა 2010 წელს დასრულდა.

Abraj Al Bait, მექა: 15 მილიარდი დოლარი

მექაზე აღმართული Abraj Al Bait არის შვიდი ცათამბჯენისგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც 2012 წელს აშენდა. კომპლექსი 34 ჰექტარზეა გაშლილი და აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკრანი.

Masjid al-Haram, მექა: 100 მილიარდი დოლარი

ისლამის ყველაზე წმინდა ადგილი და მსოფლიოში უდიდესი მეჩეთი, მესჯიდ ალ-ჰარამი მექაში, მოიცავს 99 ჰექტარს და იტევს ოთხ მილიონამდე ადამიანს. მას შემდეგ სხვა სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. საუდის არაბეთი ახლა კიდევ 100 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს საიტის გაფართოებაზე, რათა 2030 წლისთვის ჰაჯის შესრულება 30 მილიონ მლოცველს შეეძლოს.

წყარო: lovemoney.com,  "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up