რომელია მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული სოფლები - UNWTO-ს საპილოტე ინიციატივა

რომელია მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული სოფლები - UNWTO-ს საპილოტე ინიციატივა

access_time2021-12-07 15:20:00

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) „საუკეთესო ტურისტული სოფლის“ სტატუსი 44 სოფელს მიანიჭა, რომლებიც მსოფლიოს ხუთი რეგიონის 32 ქვეყნაში მდებარებენ. საუკეთსო სოფლები მადრიდში, UNWTO-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასახელდა. ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ UNWTO-მ „საუკეთესო ტურისტული სოფლების“ ინიციატივა ტურიზმის როლის გასაუმჯობესებლად დაიწყო, რომლის მიზანიც არის სოფლების, ლანდშაფტების, ბუნებრივი და კულტურული მრავალფეროვნების, ადგილობრივი ღირებულებებისა და საქმიანობის, მათ შორის ადგილობრივი გასტრონომიის დაცვა.

„ყველა მათგანი თავისი ბუნებრივი და კულტურული რესურსებით, ინოვაციური და ტრანსფორმაციული საქმანობით, ასევე, მდგრადი მიზნებისთვის ტურიზმის განვითარებით გამოირჩევიან. ეს ინიციატივა აღიარებს იმ სოფლებს, რომლებიც მზად არიან, გახადონ ტურიზმი მათი განვითარებისა და კეთილდღეობის ძლიერ მამოძრავებელ სექტორად,“ - ნათქვამია ანგარიშში.

საუკეთესო ტურისტული სოფლები დამოუკიდებელმა მრჩეველთა საბჭომ კრიტერიუმების ერთობლიობის საფუძველზე შეაფასა. ეს კრიტერიუმები ცხრა სფეროს მოიცავს:

კულტურული და ბუნებრივი რესურსები


კულტურული რესურსების ხელშეწყობა და კონსერვაცია


ეკონომიკური მდგრადობა


სოციალური მდგრადობა



გარემოს მდგრადობა


ტურისტული პოტენციალი, მისი განვითარება და ადგილობრივი ღირებულების ჯაჭვის ინტეგრაცია


ტურიზმის მმართველობა და პრიორიტეტიზაცია


ინფრასტრუქტურა და კავშირის საშუალებები


ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და დაცულობა


ამ კრიტერიმების მხრივ, 44-მა არჩეულმა სოფელმა 100-დან 80 ან მეტი ქულა დააგროვა. ეს სოფლებია: ბეხოვო (რუსეთის ფედერაცია), ბკასინი (ლიბანი), ბოჯო (ფილიპინები), კასპალა (არგენტინა), კასტელო როდრიგო (პორტუგალია), კუეცალან დელ-პროგრესო (მექსიკა), კუმეადა, (პორტუგალია), გრუიერესი (შვეიცარია), ბატუ პუტე (მალაიზია), კაუნერტალი (ავსტრია),ლე მორნი (მავრიკი), ლეკუნბერი (ესპანეთი), მანი (მექსიკა), მისფატ ალ აბრიენი (ომანი), მიამა (იაპონია), მოკრა გორა (სერბეთი), მორელა (ესპანეთი), მუსტაფაფაშა (თურქეთი), ნგლანგერანი (ინდონეზია), ნისეკო (იაპონია), სოფელი ნკოცი (რუანდა), ძველი გრანდ პორტი (მავრიკი), ოლერჯესაილი (კენია), ოლლანტაიტამბო (პერუ), პანო ლეფკარა (კვიპროსი), პიკა (ჩილე), პოშამპალი (ინდოეთი), პუერტო უილიამსი (ჩილე), რადოვლიცა (სლოვენია), რიჯალ ალმაა (საუდის არაბეთის სამეფო), ტესტო ალტო (ბრაზილია), საას-ფი (შვეიცარია), სანკოსმე-ი-დამიანი (პარაგვაი), სან ჯინეზიო (იტალია) სიდი კაუკი (მაროკო), სოლჩავა (სლოვენია) სუფლი (საბერძნეთი), ტარაკლი (თურქეთი), მეწამული კუნძული (კორეის რესპუბლიკა), სოფელი უნგოკი (კორეის რესპუბლიკა), ვალპოშიავო (შვეიცარია), ვონჩი (ეთიოპია), ქსიდი (ჩინეთი) და იუკუნი (ჩინეთი).

UNWTO-ს 75-მა წევრმა სახელმწიფომ ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭოს სულ 174 სოფელი შესთავაზა. თითოეულ წევრ სახელმწიფოს მაქსიმუმ სამი სოფლის წარდგენა შეეძლო.

აღსანიშნავია, რომ ეს რეიტინგი UNWTO-ს 2021 წლის საპილოტე ინიციატივაა, რომლის განახლების პროგრამაში კიდევ 20 სოფელი შევა. საბოლოოდ, UNWTO-ს საუკეთესო ტურისტული სოფლების ქსელში 64 სოფელი დაიკავებს ადგილს, რომლის ანგარიშიც 2022 წლის თებერვალში გამოქვეყნდება.


bpn.ge



თეგები:
UNWTO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up