რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ჩაი

რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ჩაი

access_time2021-11-28 16:00:19

კვლევებმა აჩვენა, რომ ჩაი შეიცავს ბევრ ვიტამინს, მინერალს და ანტიოქსიდანტს. კულტურამ, რომელიც ჩინეთში შემთხვევით აღმოაჩინეს, ცოტა ხანში მთელი მსოფლიო მოიარა და მილიონობით ადამიანს შეაყვარა თავი. მსოფლიოს ახსოვს ისტორიული მოვლენებიც, მაგალითად, როგორიცაა ბოსტონის ჩაის წვეულება, როდესაც ბრიტანეთის მთავრობამ ჩაის იმპორტზე გადასახადები გაზარდა, რასაც ამერიკის რევოლუცია მოჰყვა.

სხვადასხვა ჯიშის ჩაის განსხვავებული გემური თვისებები და შესაბამისად, ფასიც აქვს, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ჩაის:

7. Tienchi ყვავილების ჩაი - 450 გრამის ღირებულება 90,72 დოლარი

ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის ჩაი არის Tienchi -ის ყვავილი. ცნობილია, რომ ჩაი ეხმარება უძილობისა და ალერგიის მქონე ადამიანებს. ჩინელები პროდუქტს, რომელიც წააგავს ბროკოლის კვირტებს სხვადასხვა სიმპტომების სამკურნალოდ იყენებენ. ჩაის მწარე და ტკბილი გემო ერთდროულად აქვს.

6. Gyokuro Tea – 450 გრამის ღირებულება 325 დოლარი

Gyokuro-ს ჩაის ტკბილი გემო აქვს. მცენარე ჩრდილში იზრდება და მოდის ორ სხვადასხვა არომატში: Minami და Gyokuro Supreme. შეფერილობა საშუალებას აძლევს ამინომჟავებს დაგროვდეს ფოთლებში, რაც მათ ტკბილს ხდის. ჩაის კოლექციონერებმა შეიძლება იცოდნენ ეს ჩაი, როგორც Jade Dew Tea. ის შეიცავს ბევრ ვიტამინს და მინერალს, ასევე კოფეინისა და ამინომჟავების ჯანსაღ დოზას.

5. Tieguanyin Tea – 450 გრამის ღირებულება 1 500 დოლარი

Tieguanyin არის მწვანესა და შავი ჩაის ნაზავი, რომელიც მე-19 საუკუნეში ჩინეთის პროვინცია ფუჯიანში შეიქმნა. News By Tea-ს თანახმად, ფოთლები შეიძლება გამოყენებულ იქნას შვიდჯერ, სანამ ისინი არ დაკარგავენ გემოს.


4. Yellow Gold Tea Buds – 450 გრამის ღირებულება 3 400 დოლარი

TWG ჩაი მხოლოდ სინგაპურში იყიდება და მსოფლიოში ერთ-ერთ უიშვიათესად ითვლება. მსურველს 50-გრამიანი ყუთის შეძენა დაახლოებით 529 დოლარად შეუძლია. მცენარე ჩინეთში მხოლოდ ერთ მთაზე მოდის და Ventured-ის თქმით, მოსავალს წელიწადში ერთხელ, ოქროს მაკრატლით იღებენ. გარდა ამისა, ჩაის ოქროსფრად შეფერილი საღებავი საკვებად ვარგისია და ითვლება, რომ აძლიერებს ადამიანის ჯანმრთელობას.

3. PG Tips Diamond Tea Bag - ჩაის ერთი ცალი პაკეტი 15 000 დოლარი

თავდაპირველად Pre-Gestee-ს პროდუქციის სახელწოდება 1930 წელს Digestive Tea იყო, თუმცა კომპანიამ თავისი 75 წლის იუბილე სახელის შეცვლით აღნიშნა და PG Tips Diamond დაირქვა. Silver Tips Imperial ჩაის ბრილიანტის კომპლექტი ბრიტანულ ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციაში შეიქმნა და გაიყიდა. Silver Tips ჩაი იწარმოება ინდოეთში, მაკაიბარის ჩაის პლანტაციაში.

2. Da-Hong Pao – 2 კილოგრამის ღირებულება 28 000 დოლარი

ჩინური კულტურის უკიდურესად იშვიათი ეროვნული საგანძური, Da-Hong Pao ხშირად მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის გამოიყენება. კულტურა, რასაც ჩინელები „დედა ხეებს“ უწოდებენ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის ვუჰის მთებში გაშენებული ორიგინალური ხეებია და გადაშენების პირას მყოფად ითვლება. ისინი 2005 წლის შემდეგ არ მოკრეფილა.

1. Panda Dung Tea – 450 გრამის ღირებულება 35 000 დოლარი

დიახ, ზუსტად ასე გამოიყურება პანდას ორგანული მასა, რომელიც ჩაიდ იქცევა. ცნობილია, რომ ამ ჩაის აქვს მრავალი სამკურნალო თვისება, რადგან ნედლი მასებით ჩაის ფოთლების კვების შემდეგ, პანდა მას გადაამუშავებს და გამოყოფს. ასევე ცნობილია, რომ პანდა მიღებული საკვების სასარგებლო ელემენტების მხოლოდ 30%-ს ინარჩუნებს, 70% კი გამოყოფილ ჩაიში გვხვდება. Sencha Tea Bar-ის ცნობით, ჩაი იწარმოება ველური ბუნების ექსპერტის მიერ ჩინეთის პროვინცია სიჩუანში და აქვს თხილის არომატი.

წყარო - Therichest.com, "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up