პორტალმა Thistle-მა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემების შეგროვებითა და დამუშავებით მსოფლიოში ყველაზე მეტად წარმოებული ხილისა და ბოსტნეულის Top-10 შეადგინა.
კულტურები, რომლებიც, ძირითადად, გადამუშავებისთვის გამოიყენება და როგორიც არის, მაგალითად, შაქრის ჭარხალი, კვლევაში არ შესულა.
ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული განსაკუთრებით პოპულარულია ხელმისაწვდომობისა და ჯანმრთელობის სარგებლის გამო. მაგალითად, ბანანი და ვაშლი ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში და კონკრეტული სეზონით არ შემოიფარგლება, ხოლო ხახვი და კარტოფილი პოპულარულია იმიტომაც, რომ ადვილად მოსაყვანია.
სიაში მოხვედრილი ხილი და ბოსტნეული, ძირითადად, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და სასურსათო მაღაზიების დახლებზე მთელი წლის განმავლობაში დევს.
მსოფლიოში ყველაზე მეტად წარმოებული და პოპულარული ხილ-ბოსტნეულის Top-10 ასე გამოიყურება:
კარტოფილი - გლობალური წარმოება 370 მილიონი ტონა
კასავა - გლობალური წარმოება 304 მილიონი ტონა
პომიდორი - გლობალური წარმოება 181 მილიონი ტონა
ბანანი - გლობალური წარმოება 117 მილიონი ტონა
საზამთრო - გლობალური წარმოება 100 მილიონი ტონა
ხახვი (მშრალი) - გლობალურად წარმოება 100 მილიონი ტონა
ტკბილი კარტოფილი - გლობალური წარმოება 91.8 მილიონი ტონა
კიტრი - გლობალური წარმოება 87.8 მილიონი ტონა
ვაშლი - გლობალური წარმოება 87.2 მილიონი ტონა
ფორთოხალი - გლობალურად წარმოება 78.7 მილიონი ტონა
bpn.ge