რომელია ქართული თხილის და კაკლის მთავარი საექსპორტო ბაზრები? - 11 თვის სტატისტიკა

რომელია ქართული თხილის და კაკლის მთავარი საექსპორტო ბაზრები? - 11 თვის სტატისტიკა

access_time2023-01-05 22:04:19

საქართველოს ექსპორტში თხილი და სხვა კაკალი უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში 1.8%-იანი წილით მეცხრე ადგილს ინარჩუნებს, თუმცა მიმდინარე წელს ქვეყნიდან საერთაშორისო ბაზარზე თხილის რეალიზება კლების ტენდენციით ხასიათდება. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველომ თხილის რეალიზებით 89.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15.6%-ით ჩამორჩება. შედეგად იანვარ-ნოემბრის განმავლობაში ქვეყნიდან ექსპორტზე 21 456 ტონა თხილი გავიდა. 

უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის შემდეგ თხილის ექსპორტის მაჩვენებელი იზრდებოდა. 

ამ პერიოდის განმავლობაში, თხილისა და სხვა კაკლის მთავარ საექსპორტო ბაზარს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა. ამ ბაზარზე თხილის ექსპორტის 72.2% მოდიოდა. TOP-10 ქვეყნის რეიტინგი ღირებულების მიხედვით კი ასეთია: 

1. იტალია - 25.2 მლნ დოლარი, 6 934 ტონა; 
2. გერმანია - 20.4 მლნ დოლარი, 4 147 ტონა; 
3. სომხეთი - 8 მლნ დოლარი, 2 065 ტონა; 
4. ესპანეთი - 4.7 მლნ დოლარი, 921 ტონა; 
5. რუსეთი - 3.3 მლნ დოლარი, 824 ტონა; 
6. ლიეტუვა - 3.2 მლნ დოლარი, 621 ტონა; 
7. საფრანგეთი - 3.1 მლნ დოლარი, 580 ტონა; 
8. პოლონეთი - 2.7 მლნ დოლარი, 559 ტონა; 
9. ჩეხეთი - 2.5 მლნ დოლარი, 524 ტონა. 
10. საუდის არაბეთი - 2.1 მლნ დოლარი, 375 ტონა; 

რაც შეეხება იმას თუ საიდან ყიდულობს და რა მოცულობით საქართველო თხილს, სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ 12.1 მლნ დოლარის 3 995 ტონა თხილი და კაკალი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს ღირებულებით 3.4%-ით აღემატება. 

აღსანიშნია, რომ ამ ხნის განმავლობაში თხილი და სხვა კაკალი ძირითადად აშშ-დან შემოვიდა. საიმპორტო ქვეყნების TOP-5-ეული კი ასეთია: 

1. აშშ - 3.8 მლნ დოლარი, 1 496 ტონა; 
2. თურქეთი - 2.1 მლნ დოლარი, 725 ტონა; 
3. უკრაინა - 1.6 მლნ დოლარი, 507 ტონა; 
4. ყირგიზეთი - 811 ათასი დოლარი, 270 ტონა; 
5. უზბეკეთი - 659 ათასი დოლარი, 227 ტონა.


Bm.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up