2022 წლის მე-3 კვარტლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 745.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საერთო ჯამში, წელს 9 თვეში საქართველოში 1,675 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101,1%-ით მეტია. 2021 წლის 9 თვეში FDI-ს ზომა 830,7 მლნ დოლარი იყო.
„ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ კომპანიებში ჩაიდო მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია.
სტატისტიკის მიხედვით, ინვესტორი კომპანიების TOP-10 ასე ნაწილდება:
შპს მაგთიკომი (კომუნიკაციები)
სს ენერგო - პრო ჯორჯია (ენერგეტიკა)
შპს ტავ ურბან საქართველო (ავიაცია)
შპს ტოიოტა კავკასია (ავტომობილებით ვაჭრობა)
სს ჯორჯია გლობალ იუთილითიზ (ენერგეტიკა; წყალმომარაგება)
შპს სითი ლოფტი (აზარტული თამაშები)
სს ბიჯეო ჯგუფი (საფინანსო საქმიანობა)
შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია) (კომპიუტერული ტექნოლოგიები)
სს ეპ ჯორჯია მიწოდება (ენერგეტიკა)
შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია (ენერგეტიკა).
ცნობისათვის, კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.