საქართველოში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებები უკვე წარადგინეს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ 18 სადაზღვევო კომპანიის ჯამური მოგება 39 მილიონ ლარამდე შემცირდა
ანგარიშგების მიხედვით 6 კომპანიას წმინდა მოგება მინუსებში აქვს.
ყველაზე ზარალიანი სადაზღვევო კომპანიების ექვსეული ასე გამოიყურება
პრაიმი
— წმინდა მოგება -2.4 მლნ
ლარი, მოზიდული პრემია 10 მლნ;
პსპ დაზღვევა — წმინდა მოგება -1.9 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 33 მლნ;
ნიუ ვიჟენ დაზღვევა — წმინდა მოგება -1.8 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 15 მლნ;
ევროინს ჯორჯია — წმინდა მოგება -1.7 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 20 მლნ;
ალფა — წმინდა მოგება -0.5 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 21 მლნ;
გრინ დაზღვევა საქართველო — წმინდა მოგება -0.2 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 4 მლნ;
2022 წელს კომპანიებმა მომხმარებლებს 495 მილიონის დამდგარი ზარალი აუნაზღაურეს, რაც 2021 წელთან შედარებით 60 მილიონი ლარით მეტი იყო.