რომელმა კომპანიებმა მიიღეს რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება ბოლო 12 საათის განმავლობაში

რომელმა კომპანიებმა მიიღეს რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება ბოლო 12 საათის განმავლობაში

access_time2022-03-11 11:20:00

დასავლეთის წინააღმდეგ ამოქმედებული უმწვავესი სანქციების ფონზე, ყოველდღიურად იზრდება იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც ტოვებენ ამ ქვეყანას. 10 მარტის 20:00 საათიდან 11 მარტის 08:00 საათამდე ამ ჩამონათვალს შეურთდა არაერთი კომპანია.

მათ შორის არიან:

ნორვეგიულმა ნავთობკომპანიამ Equinor-მა შეაჩერა რუსული ნავთობის შესწყიდვა. 28 თებერვალს კი კომპანიას გაცხადებული ჰქონდა რომ გადიოდა საერთო პროექტებიდან;
რუსეთში აქტივობების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო უმსხვილესმა ამერიკულმა ბანკმა JP Morgan Chase-მა. ფინანსური უწყება არ აპირებს რაიმე ახალი პროექტების წამოწყებას რუსეთის ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, ანალოგიური გადაწყვეტილება ცოტა ხნით ადრე მიიღო ასევე Goldman Sachs-ა, სწორედ ის იყო პირველი მსხვილი ამერიკული ბანკი, რომელმაც რუსეთის დატოვების შესახებ გამოაცხადა;
რუსეთსა და ბელარუსში საქმიანობას აჩერებს ფინანსური გადარიცხვების კომპანია Western Union;
გარკვეულ შეზღუდვებს რუსეთის მოქალაქეებზე აწესებს უმსხვილესი თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ბილეთების შეძენას არ უკრძალავს, თუმცა, მარშრუტი უნდა იწყებოდეს ან მთავრდებოდეს რუსეთში. მიზეზად კომპანიამ Visa-ს და Mastercard-ის გასვლა დაასახელა;
13 მარტიდან რუსეთიდან ფრენებს აჩერებს მეორე თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი;
ამასთან, ავტომობილების ექსპორტს რუსეთის მიმართულებით აჩერებს უმსხვილესი საავტომობილო კონცერნი Stellantis-ი, მისი კუთვნილი კალუგას ქარხანა კი საშტატო რეჟიმში მუშაობს;
რუსეთში საქმიანობას აჩერებს კინოკომპანია Walt Disney, რომელიც ხურავს ყველა მიმართულებას;
იგივე არჩევანი გააკეთა ხმის ჩამწერმა ამერიკულმა კომპანიამ Warner Music-მა, ასევე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო Sony Music-მაც;
რუსეთის ბაზარს ტოვებს სათვალეების ჩარჩოების მწარმობელი იტალიური კომპანია Essilor Luxottica.
რუსეთსა და ბელარუსს ტოვებს ცელულოზა-ქაღალდის მწარმოებელი პორტუგალიური კომპანია Navigator-ი;
რუსეთის ბაზარს ტოვებს ცნობილი ამერიკული სწრაფი კვების კომპანია Burger King-ი.



BPN.GE


თეგები:
კომპანიები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up