რომეო მიქაუტაძე - ბაზრის გახსნისათვის საჭირო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია

რომეო მიქაუტაძე - ბაზრის გახსნისათვის საჭირო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია

access_time2022-02-23 23:05:00

საქართველოს მთავრობამ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სრულფასოვნად ასამოქმედებლად ახალი თარიღი დაასახელა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„დღით ადრე, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ორგანიზებული (საათური) ბაზრების ოპერირება 2022 წლის 1 მარტის ნაცვლად 2022 წლის 1 სექტემბერს დაიწყება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ახალ მოდელზე გადასვლის მზაობის შესაფასებლად სემეკმა 2021 წლის დეკემბერში საჯარო სხდომებზე მოისმინა ბაზრის ყველა დაინტერესებული მხარის (საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, ესკო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა) მიერ შესრულებული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში.

მინისტრის მოადგილის თქმით, ანგარიში მოიცავდა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ახალ მოდელზე გადასასვლელად აუცილებელ ტექნიკურ, ფინანსურ და ორგანიზაციულ, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებს.

„ანგარიშების შესაბამისად, გამოიკვეთა, რომ ბაზრის გახსნისათვის საჭირო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. თუმცა, გამოვლინდა ღონისძებების გარკვეული ნაწილი, რომლებზე მუშაობაც ამ დრომდე მიმდინარეობს. კერძოდ, არ არის დასრულებული საბალანსო ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება და გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა. აღნიშნული წარმოადგენს მიმდინარე პროცესს. ამასთან, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება მსხვილ მომხმარებლებში. აქედან გამომდინარე, საბითუმო ბაზარზე არ არის მოწესრიგებული საათობრივი აღრიცხვიანობა, რაც აუცილებელი პირობაა ბაზრის გამართულად ფუნქციონირებისათვის. აღრიცხვიანობის მოწესრიგება, ავტომატიზაცია და საბალანსო ბაზრის მართვის სისტემასთან ადაპტაცია ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ნებისმიერ ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის საათურ ჭრილში ფუნქციონირებისათვის. ბაზრის სრულყოფილად ამოქმედებისათვის მნიშვნელოვანია ამ ხარვეზების სრულად აღმოფხვრა, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

• დამატებითი კონსულტაციები ბიზნესთან - ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების მიმართ ბიზნესის წარმომადგენელთა ერთმა ნაწილმა უკვე გამოხატა თავისი ფრთხილი პოზიცია. მათ უკვე მიმართეს პროფილურ სახელმწიფო უწყებებს, რომლის შედეგადაც გაიმართა კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი. აღნიშნულ შეხვედრებზე გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხებისა, რომელთა მიმართაც მომზადდა საკანონმდებლო აქტების პროექტები და ისინი უკვე წარდგენილია საქართველოს პარლამენტში განსახილველად;

• ტესტირების გაგრძელება - ელექტროენერგიის ბაზრის ასეთი მასშტაბური რეფორმისთვის, რომელიც უკავშირდება საათურ ვაჭრობასა და თვითდისპეტჩირების მოდელზე გადასვლას, უაღრესად მნიშვნელოვანია სიმულაციურ რეჟიმში ორგანიზებული ბაზრების პლატფორმების სატესტო გაშვება, გამოცდა და დახვეწა.
• საათობრივი აღრიცხვიანობის მოწესრიგება - რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია საათობრივი აღრიცხვიანობის მოწესრიგება და ამასთან ერთად, პროფილირების ავტომატური სისტემების დანერგვა.

რომეო მიქაუტაძის თქმით, დღით ადრე და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ორგანიზებული (საათური) ბაზრების ოპერირების დაწყების რამდენიმე თვით გადავადება და ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარე ღონისძიებების დასრულება მინიმუმამდე დაიყვანს იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს დგას რეფორმის განხორციელების პროცესში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up