რომეო მიქაუტაძე - განვიხილეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მძლავრი ჰესების არსებობა საქართველოს ენერგოსისტემისთვის

რომეო მიქაუტაძე - განვიხილეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მძლავრი ჰესების არსებობა საქართველოს ენერგოსისტემისთვის

access_time2022-05-31 22:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის გასვლით სამუშაო სხდომაში მონაწილეობს, ღონისძიების სხვა მონაწილეებთან ერთად, „ენგურჰესს“ ეწვია და საქართველოს უდიდესი ელექტროსადგურის საქმიანობას გაეცნო.



სამუშაო სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს „ენგურჰესის“ ხელმძღვანელების მიერ გაკეთებული პრეზენტაცია სადგურში არსებულ ვითარებაზე, რეაბილიტაციის პროცესსა და განვითარების შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ „ენგურჰესს“ მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საკითხებში. ყურადღება გამახვილდა მასშტაბურ სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, რომლებიც 2021 წელს სადგურის სადერივაციო გვირაბში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორცილდა. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა „ენგურჰესის“ მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება.



„ენგურჰესი“ საქართველოს უმსხვილესი ჰესი და ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი სადგურია. მის გამართულ მუშაობაზე დიდწილადაა დამოკიდებული ქვეყნის შეუფერხებელი ენერგომომარაგება. „ენგურჰესი კარგი მაგალითია, , თუ რატომ გვჭირდება წყალსაცავიანი სადგურები. კომიტეტის სხდომაზე განვიხილეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მძლავრი ჰესების არსებობა ქვეყნის ენერგოსისტემისთვის, რომელთა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგაც ჩვენი დამოკიდებულება უცხოურ ენერგეტიკულ რესურსებზე მნიშვნელოვნად შემცირდება,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.




რომეო მიქაუტაძის თქმით, აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის განვითარების პროცესში აქტიურად არის ჩართული პარლამენტი. „ჩვენ მადლიერი ვართ პარლამენტის, კონკრეტულად, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვგრძნობთ ენერგეტიკის განვითარების კუთხით. სამუშაო შეხვედრაზე ვიმსჯელეთ არამხოლოდ მასშტაბურ ენერგეტიკულ რეფორმაზე, არამედ დღეს დარგში არსებულ ვითარებაზე, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.



გასვლით სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ხელმძღვანელობდა, ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი ირინა მილორავა, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი, სს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ჩიქოვანი და ენერგეტიკული სექტორის სხვა წარმომადგენლები.



ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up