რომის პაპი ფრანცისკე რუსეთის ნარატივს, „სპეციალური ოპერაციის“ შესახებ, უარყოფს.
რომის პაპის განცხადებით, უკრაინის სამხედრო კონფლიქტი „არის არა სამხედრო ოპერაცია, არამედ ომი“. ამასთან, ფრანცისკემ უკრაინას „წამებული ქვეყანა“ უწოდა, სადაც „ცრემლისა და სისხლის მდინარეები მოედინება“.
პაპმა ფრანცისკემ უსაყვედურა რუსეთს და მის ოფიციალურ ნარატივს, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინასი სამხედრო შეჭრა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ არის, რომლის მიზანიც უკრაინის „დემილიტარიზაციაა“.
შეგახსენებთ, რომის პაპმა გასულ კვირას მხარეებს ომის დასრულებისკენ მოუწოდა და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა სთხოვა, რათა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა კონფლიქტის ზონიდან გასვლა შეძლონ.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"