„დაყარეთ იარაღი!.. დაე, დაიწყოს აღდგომის ზავი," - ასე მიმართა მრევლს ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე ღვთისმსახურებისას რომის პაპმა ფრანცისკემ.
მან უკრაინაში დაპირისპირებულ მხარეებს, ომის მონაწილეებს, რუსეთს და უკრაინას სააღდგომო ზავის დადებისკენ მოუწოდა, რაც მოლაპარაკებებს და მშვიდობას გამოიწვევს.
"არა გადაიარაღებისთვის და ბრძოლის განახლებისთვის, არამედ რეალური ზავი მოლაპარაკებების გზით მშვიდობის მისაღწევად", - განაცხადა მან ვატიკანში.
ფრანცისკენ აღნიშნა, რომ ომი იყო სისულელე, რომელსაც საშინელი ხოცვა-ჟლეტა და დაუცველი ხალხის წინააღმდეგ საშინელი სისასტიკე მოჰყვა.
რომის პაპმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, რომ უკრაინაში ბრძოლების შეჩერებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. პონტიფიკოსმა ასევე განაცხადა, რომ მზად იქნება, კიევს ესტუმროს.
"რა გამარჯვებაა ნანგრევების გროვაზე დროშის დადგმაში?" - თქვა ფრანცისკემ ქადაგებისას.