რომის ყოფილი პაპი ბენედიქტ XVI ვატიკანის რეზიდენციაში, 95 წლის ასაკში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამო გადადგომის შემდეგ თითქმის ათი წლის შემდეგ გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ის კათოლიკურ ეკლესიას თითქმის რვა წელი ხელმძღვანელობდა, ბენედიქტმა თავისი ბოლო წლები ვატიკანის კედლებში მდებარე Mater Ecclesiae მონასტერში გაატარა.
მისმა მემკვიდრემ, პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მას ხშირად სტუმრობდა.
ოთხშაბათს, რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ყოფილი პაპი ძალიან მძიმედ იყო ავად და აუდიენციას თხოვნით მიმართა, რომ მისთვის ელოცათ.