„რომპეტროლის“ ლოიალობის ბარათის მფლობელები 4 თვის განმავლობაში 20-თეთრიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ

„რომპეტროლის“ ლოიალობის ბარათის მფლობელები 4 თვის განმავლობაში 20-თეთრიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ

access_time2022-05-05 15:47:42

„რომპეტროლის“ მომხმარებლებს ბენზინგასამართ სადგურებზე ფასდაკლების ბარათის გამოყენება ისევ შეუძლიათ. კომპანიის განცხადებით, ლოიალობის პროგრამის აღდგენის პროცესი დაიწყო და აღნიშნულ სერვისზე წვდომა ერთგულ მომხმარებლებს 1-ელი მაისიდან აღუდგათ. აღსანიშნავია, რომ ფასდაკლების ოდენობა ნებისმიერი ტიპის თითოეულ ლიტრ საწვავზე - სტანდარტული 8, 12 და 15 თეთრის ნაცვლად (კლასიკის, პრემიუმისა და გოლდ ტიპის ბარათის მფლობელებისთვის) - ამიერიდან 20 თეთრს შეადგენს. ეს ტარიფი 4 თვის განმავლობაში შენარჩუნდება.

„ძვირფასო მომხმარებლებო, დაგიბრუნდით სასიხარულო ინფორმაციით - დაიწყო ლოიალობის პროგრამის ეტაპობრივი აღდგენის პროცესი და 1-ელი მაისიდან ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს კვლავ შეგიძლიათ „რომპეტროლ ქარდით“ სარგებლობა. მადლობას გიხდით თანადგომისა და ერთგულებისთვის!“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ასევე აღდგენილია ვებგვერდს Card.rompetrol.ge-ს ფუნქციონალი, სადაც რეგისტრაცია ახალმა მომხმარებლებმა უკვე დაიწყეს. როგორც „რომპეტროლ საქართველოში“ განმარტავენ, უახლოეს დღეებში აღდგება მობილური აპლიკაციისა და კორპორატიული ვებგვერდის ფუნქციონალიც.

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს „რომპეტროლის“ სათავო ოფისის სერვერებზე განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო, კომპანიის მომხმარებლებს გარკვეული დროის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა სერვისზე, რომელთა აღსადგენადაც კომპანია ინტენსიურად მუშაობდა. შეფერხებების აღმოფხვრა ეტაპობრივად მოხდა. ტექნიკური სამუშაოები ჯერ ისევ მიმდინარეობს, თუმცა მომსახურებათა უმეტესობა უკვე აღდგენილია.


რუმინული პრესისა და კიბერუსაფრთხოების ონლაინ პორტალების ცნობით, თავდასხმის უკან კიბერდანაშაულებრივი ჯგუფი Hive იდგა, რომლის კომპლექსურმა შეტევებმა რუმინული კომპანიის ვებგვერდებსა და სერვისებს პრობლემა შეუქმნა.  სათავო ოფისის სერვერებზე მომხდარმა ინციდენტმა „რომპეტროლის“ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობებიც დააზარალა, მათ შორის, „რომპეტროლ საქართველო“, რომელიც დიდწილად ბუქარესტის სათავო ოფისში განთავსებულ ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული.

 


(R)


თეგები:
რომპეტროლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up