„რომპეტროლზე“ კიბერთავდასხმით გამოწვეული ტექნიკური შეფერხების აღდგენის პროცესი დაწყებულია

„რომპეტროლზე“ კიბერთავდასხმით გამოწვეული ტექნიკური შეფერხების აღდგენის პროცესი დაწყებულია

access_time2022-04-11 12:55:05

6 მარტიდან დღემდე, კომპანია „რომპეტროლის“ სათავო ოფისზე მომხდარი კიბერთავდასხმით გამოწვეული სისტემური შეფერხების გამო, კომპანიას რიგი სირთულეები შეექმნა, შეიზღუდა სხვადასხვა სერვისებზე წვდომა და ასევე, ლოიალური ფასდაკლების ბარათების გამოყენება. „რომპეტროლ საქართველომ“  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,  რამდენჯერმე გამოაქვეყნა განცხადება და მომხმარებლებს არსებული ვითარება განუმარტა.



განცხადების მიუხედავად საზოგადოებაში დაფიქსირდა აზრი იმასთ დაკავშირებით რომ შესაძლოა ხანგრზლივი შეფერხების მიზეზი არ უკავშირდებოდეს კიბერთავდასხმას.


აღნიშნულის თაობაზე კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ზემოხსენებული მოსაზრება არ შეესაბამება სიმართლეს. „რომპეტროლ საქართველო“ დიდწილად ბუქარესტის სათავო ოფისში განთავსებულ ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული, სწორედ ამიტომაც, იქ შექმნილი შეფერხება საქართველოზეც და კომპანიის სხვა ქვეყნების წარმომადგენლობებზეც აისახა.




„კვირა“ დაინტერესდა აღნიშნული საკითხით და ინფორმაციის დაზუსტება „რომპეტროლში“ სცადა. როგორც „რომპეტროლ საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, თეონა შალამბერიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, კომპანია იზიარებს მომხმარებლების უკმაყოფილებას იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლებს შესაძლოა, არ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ხარვეზის გამომწვევი ინციდენტის მასშტაბის შესახებ. ის უკუკავშირი, რასაც „რომპეტროლი“ საზოგადოებისგან იღებს, სავსებით გასაგებია. თუმცა, შალამბერიძის თქმით, ზემოთ ხსენებული ეჭვები უსაფუძვლოა.


„გიდასტურებთ, რომ კომპანია „რომპეტროლ საქართველოს“ გარკვეულ სერვისებზე ნამდვილად ფიქსირდება ტექნიკური შეფერხება, რაც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით არის გამოწვეული. კერძოდ, ქალაქ ბუქარესტში, ჩვენს სათავო ოფისში არსებულ სერვერებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. დღესდღეობით არსებული ტექნიკური შეფერხებაც სწორედ ამის შედეგია.


ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელია. დაარსების დღიდან ხარისხზე და მომსახურების მაღალ სტანდარტზე  ვართ ორიენტირებულები, ამიტომაც  კომპანია, მისი სრული რესურსით, განვითარებისკენაა მიმართული. ბუნებრივია, რომ მომხმარებლებისთვის რთული წარმოსადგენია, რატომ გაგრძელდა ამდენ ხანს ეს შეფერხება. ჩვენ გვესმის მათი განწყობა, რასაც ყოველთვის მთელი გულისყურით ვაკვირდებით და შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ. სამწუხაროდ, გარკვეული ეჭვების შესახებ ინფორმაციის მოსმენა გვიწევს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. კომპანიას შეფერხების აღმოჩენისთანავე უსწრაფეს რეჟიმში მოუწია სამუშაო პროცესებში ცვლილებების შეტანა. დღემდე „რომპეტროლ საქართველოს“ თანამშრომლები ფორსმაჟორულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, რათა მომხმარებლებს  ხელი შეუწყონ მომსახურების შეუფერხებელად მიღებაში.


კომპანიის მენეჯმენტი მუშაობს კონკრეტულ შეთავაზებებზე, მომხმარებლებისთვის საშეღავათო პირობების თვალსაზრისით, რათა ჩვენი ლოიალობის ბარათის ყველა მფლობელი იყოს კმაყოფილი და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ განახლებული პირობებით. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც სრულად აღდგება ჩვენი მომსახურებები, დავიბრუნებთ ჩვენი მომხმარებლის პოზიტიურ განწყობას, რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი წარმატებაა.“, - აღნიშნა თეონა შალამბერიძემ.


„რომპეტროლი“ მომხმარებლის სერვისებზე წვდომის აღსადგენად ინტენსიურად მუშაობს. კომპანიის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის, სერგეი ნეიმარის განცხადებით, გარკვეული ტექნიკური მომსახურების ნაწილი უკვე აღდგენილია, თუმცა ინფრასტრუქტურის აღდგენას და შეფერხების სრულად აღმოფხვრას გარკვეული დრო სჭირდება. მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მტკიცედაა ორიენტირებული განვითარებაზე, დაგეგმილია გარკვეული სახის სერვისების განახლება, რაც სამომავლოდ კომპანიას ერთგული მომხმარებლებისთვის საინტერესო შეთავაზებების გაკეთების საშუალებას მისცემს.


„პრობლემის აღმოჩენისთანავე, ინტენსიურად დაიწყო სერვისების აღდგენაზე მუშაობა. ვსწავლობთ და ვაკვირდებით გამოხმაურებებს, რათა მინიმალურ დროში მოვახდინოთ რეაგირება. აღსანიშნავია, რომ კორპორატიული მომსახურების Fill&Go სისტემის მუშაობა უკვე აღდგენილია და გაშვებულია სატესტო რეჟიმში. სამუშაო პროცესი აქტიურ ფაზაშია და უწყვეტად მიმდინარეობს, რაც სერვისების სრულად აღდგენის იმედს გვაძლევს. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი სხვა მიმართულებებითაც, რისი დასრულების შემდეგ, მომხმარებლებს, სხვადასხვა მომსახურების ფარგლებში, განახლებულ ფუნქციონალს შევთავაზებთ“, - აცხადებს სერგეი ნეიმარი.




kvira.ge


თეგები:
რომპეტროლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up