„რომპეტროლზე“ მომხდარი კიბერთავდასხმით გამოწვეული შეფერხება ნაწილობრივ აღდგენილია

„რომპეტროლზე“ მომხდარი კიბერთავდასხმით გამოწვეული შეფერხება ნაწილობრივ აღდგენილია

access_time2022-04-19 11:05:40

კომპანია „რომპეტროლის“ სათავო ოფისის სერვერებზე მომხდარი კიბერთავდასხმით გამოწვეული შეფერხება ნაწილობრივ აღმოფხვრილია. უკვე აღდგენილია კორპორატიული სერვისის, Fill&Go-ს ფუნქციონალი, რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს.


აღსანიშნავია, რომ რუმინული პრესისა და კიბერუსაფრთხოების ონლაინ პორტალების ცნობით, 6 მარტს განხორციელებული თავდასხმის უკან კიბერდანაშაულებრივი ჯგუფი Hive დგას, რომლის კომპლექსურმა შეტევებმა რუმინული კომპანიის ვებგვერდებსა და სერვისებს პრობლემა შეუქმნა.  სათავო ოფისის სერვერებზე მომხდარმა ინციდენტმა „რომპეტროლის“ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობებიც დააზარალა, მათ შორის, „რომპეტროლ საქართველო“, რომელიც დიდწილად ბუქარესტის სათავო ოფისში განთავსებულ ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული.


კორპორატიული მიმართულების გარდა, შეფერხდა სხვა ტიპის მომსახურებებიც, როგორიცაა საცალო მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ლოიალობის პროგრამის ფუნქციონალი, ვებგვერდებსა და მობილურ აპლიკაციაზე წვდომა, რომელთა სრულად აღსადგენად კომპანია ინტენსიურად მუშაობს. შეფერხების არსებობას ადასტურებენ „რომპეტროლის“ კორპორატიული მომხმარებლებიც, რომლებიც ამ კომპანიას ხარისხიანი საწვავის გამო ირჩევენ. მათი განმარტებით, ამ ეტაპზე ხარვეზების ძირითადი და უმთავრესი ნაწილი აღმოფხვრილია.


____________________________________


ლიბერთი ბანკი: ტექნიკური შეფერხება ნამდვილად არსებობდა. ბარათებით საწვავს ვერ ვასხამდით, ვერ ვმუშაობდით პროგრამაში, ვერ ვიღებდით და ვერ ვანაწილებდით რეპორტებს. ახლა ყველაფერი აღდგენილია. „რომპეტროლის“ საწვავით კმაყოფილი ვართ.



კომპანიაზედაზენი: ხარვეზის გამო, არ გვქონდა ბაზებთან წვდომა და ვერც ბარათებით ვსარგებლობდით. ახლა პრობლემა გამოსწორებულია. ჩვენ მოგვწონს „რომპეტროლის“ საწვავი და სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ მათთან.


ლოპოტა რეზორტი: გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხარვეზები იყო, თუმცა ამჟამად გამოსწორებულია. საწვავი არაჩვეულებრივია და ბაზარზე ყველაზე კარგი ხარისხისაა. ამიტომ ავირჩიეთ „რომპეტროლი“.


____________________________________


თავად კომპანია „რომპეტროლში“ იმედოვნებენ, რომ ტექნიკური სამუშაოები მალე დასრულდება და კორპორატიული კლიენტების მსგავსად, კომპანიის სხვა მომხმარებლებიც კვლავ შეუფერხებლად შეძლებენ ყველა სერვისით სარგებლობას. მათივე განცხადებით, „რომპეტროლისთვის“ ერთგული მომხმარებლების განწყობა ძალიან მნიშველოვანია, სწორედ ამიტომ, ლოიალობის ბარათის მფლობელთათვის კომპანია სიახლეების შეთავაზებას გეგმავს.


„რომპეტროლის“ ტექნიკური გუნდი ინციდენტის დღიდან აქტიურად მუშაობს შექმნილი შეფერხების აღდგენაზე. გვინდა, ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი  მომხმარებლები არიან, რომელთა ნაწილიც დღეს, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, დროებით ვერ სარგებლობს ჩვენი ყველა შეთავაზებით. არ გვინდა, მოვლენებს წინ გავუსწროთ, მაგრამ გეტყვით, რომ ლოიალობის ბარათის, „რომპეტროლ ქარდის“ მფლობელებისთვის გარკვეული საშეღავათო პირობები რამდენიმე მიმართულებით მუშავდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვენლოვანია თითოეული მათგანის განწყობა და შეფასება. ყოველთვის ვცდილობთ, გავითვალისწინოთ მათი მოსაზრება და კიდევ უფრო გაუმჯობესებული მომსახურება შევთავაზოთ,“ - აღნიშნავენ „რომპეტროლ საქართველოში“.


„რომპეტროლ საქართველო“, რომელიც ათასობით კორპორატიულ კლიენტს ემსახურება, ადგილობრივ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 83 ავტოგასამართი სადგურითაა წარმოდგენილი. დღეის მდგომარეობით, კომპანიაში 800-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. „რომპეტროლ საქართველოს“ ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწვავით საკუთარი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა „პეტრომიდია“ ამარაგებს, რომელიც რუმინეთში, ქალაქ ნევოდარში მდებარეობს.

(R)



თეგები:
რომპეტროლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up