კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის დაარსების დღე, ალ-ნასრის თანაგუნდელებთან ერთად, პირველად აღნიშნა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაციონალურ არაბულ სამოსში გამოწყობილი ფეხბურთელი, თანაგუნდელების მსგავსად, ცეკვას ხმლით უერთდება.
37 წლის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს აზიურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მისი ხელფასი წელიწადში 200 მილიონი ევროა, რაც ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.