Роскомнадзор-მა ამერიკული Shutterstock-ის ფოტობანკი „დესტრუქციული მასალების გამო დაბლოკა. „დესტრუქციული მასალებში რუსეთის ფედერაციაში აკრძალული შინაარსის გვერდები იგულისხმება.
Роскомнадзор-ის განცხადებით, მანამდე საიტზე არაერთხელ გამოქვეყნდა დესტრუქციული მასალები, მათ შორის სუიციდური და ნარკოტიკების მომხრე შინაარსის ფოტოები. მათი თქმით, ინტერნეტ რესურსის განბლოკვა შესაძლებელია მხოლოდ აკრძალული ინფორმაციის წაშლის შემდეგ.
Shutterstock არის ამერიკული საფონდო ფოტოგრაფიის, ვიდეოს, მუსიკისა და მონტაჟის ხელსაწყოების კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ-იორკში. Shutterstock-ი 2003 წელს პროგრამისტმა და ფოტოგრაფმა ჯონ ორინჯერიმ დააარსა. კომპანიის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სერვისის ბიბლიოთეკა 300 მილიონზე მეტ სურათს მოიცავს. მთლიანობაში, ფოტობანკში, 1 მილიონზე მეტი ავტორის, 1 მილიარდზე მეტი სურათი, ვიდეო კლიპი და მუსიკალური ტრეკია ატვირთული, 150-ზე მეტი ქვეყნის მომხმარებლებისთვის.