რუსეთის სახელმწიფო კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომპანიამ „როსკომნადზორმა“ გამოცემა The Moscow Times-ის რუსულენოვან ვებგვერდზე წვდომა დაბლოკა. ინფორმაციას დასავლური მედია აქვეყნებს.
Sky News-ის ცნობით, გაზეთის უკანასკნელია იმ ვებგვერდთაგან, რომელიც რუსეთში მედიის ცენზურის მსხვერპლი გახდა.
The Moscow Times-მა განაცხადა, რომ ინტერნეტ პროვაიდერებმა უკვე დაიწყეს მის რუსულენოვან სერვისზე წვდომის შეზღუდვა.
გამოცემის ინგლისურენოვანი ვერსია დაბლოკვას არ ექვემდებარება. ასევე აღსანიშნავია, რომ გაზეთის რუსულენოვანი ვერსია საზღვარგარეთ VPN-ის გამოყენებით ხელმისაწვდომია.
არსებული ინფორმაციით, „როსკომნადზორმა“ გადაწყვეტილება „გენერალური პროკურატურის 12 აპრილის ბრძანების შესაბამისად“ მიიღო. The Moscow Times-ი აცხადებს, რომ მას ამ ნაბიჯის შესახებ ოფიციალურად არ ეცნობა.
The Moscow Times-მა განაცხადა, რომ მისი რუსულენოვანი სერვისი ხელისუფლებამ დღეს მას შემდეგ დაბლოკა, რაც სპეცრაზმის თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, რის თანახმადაც, ძალოვანები უკრაინაში ბრძოლაზე უარს აცხადებენ. აღნიშნულს რუსეთის ხელისუფლებამ ყალბი ამბავი უწოდა.