რუსეთის მარეგულირებელმა სახელმწიფო კომპანია "როსკომნადზორმა" რიგი უცხოური IT-კომპანიების მიმართ "იძულების ზომების" შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რაც სოციალურ ქსელებს ავალდებულებს მომხმარებელს აცნობოს რუსეთის კანონმდებლობის დარღვევის შესახებ. დამრღვევთა სიაში აღმოჩნდნენ ისეთი სერვისები, როგორიცაა TikTok-ი, Zoom-ი, Telegram-ი, Pinterest-ი და Discord-ი.
"როსკომნადზორის" გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ეს IT-კომპანიები არ ასრულებენ "რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ინტერნეტში უცხო პირთა საქმიანობის შესახებ" ფედერალური კანონით დადგენილი აკრძალული ინფორმაციის წაშლის პროცედურას.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ "როსკომნადზორმა" რუსი მომხმარებლებისათვის დაბლოკა 5 ათასზე მეტი საიტი და ასევე სოციალური ქსელები Twitter-ი, Facebook-ი და Instagram-ი.
ამის გამო მკვეთრად გაიზარდა ხელმომწერთა რაოდენობა "ტელეგრამის" არხზე, რომელიც არ იბლოკება რუსეთში. ასევე მრავალგზის გაიზარდა VPN-სერვისების მომხმარებელთა რაოდენობა.
Radiotavisupleba.ge