„როსკოსმოსმა“ შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც კოსმოსიდან ცუნამის გააკონტროლებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „რუსეთის კოსმოსურ სისტემის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ახალი ტექნოლოგიით შესაძლებელი გახდება ოკეანეში გრავიტაციული ანომალიების, წყლის მოქცევის, ზღვის დინების, ქარის სიჩქარის და მრავალი სხვა პროცესის მონიტორინგი.
„რუსეთის კოსმოსურ სისტემის ჰოლდინგის სპეციალისტებმა კოსმოსური გეოდეზიური და ოკეანოგრაფიული სისტემებისთვის ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს. მოწყობილობა ხელს შეუწყობს ოკეანოლოგიის, საზღვაო ტრანსპორტის, ეკოლოგიის სამეცნიერო და გამოყენებითი პრობლემების გადაჭრას, ზღვებისა და ოკეანეების წყლებში ნავთობის წარმოების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
მოპოვებული მონაცემები ხელს უწყობს გრავიტაციული ანომალიების და ქვედა ტოპოგრაფიის ანომალიების შესწავლას, წყლის მოქცევის, ცუნამის, ზღვის დინების, ზედაპირული ქარის სიჩქარის, ისევე როგორც მრავალი სხვა პროცესის მონიტორინგს ოკეანეში“, - ნათქვამია განცხადებაში.