როსტომაშვილი მთავრობის ინიციატივაზე: იდეა კარგია, მთავარია რა პირობებს შესთავაზებენ მშენებლებს

როსტომაშვილი მთავრობის ინიციატივაზე: იდეა კარგია, მთავარია რა პირობებს შესთავაზებენ მშენებლებს

access_time2022-02-14 18:00:00

მენაშენეთა ასოციაცია პრემიერის ახალ ინიციატივას დადებითად აფასებს.

საქმე სამშენებლო სექტორისთვის ახალ პროგრამას ეხება, რომლის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო დეველოპერებს დამატებითი ფინანსური მოზიდვის სანაცვლოდ საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გარანტირებულ დაკვეთას სთავაზობს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ მენაშენეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, ინიციატივა კარგია, თუმცა მთავარი ის პირობები იქნება, რომელსაც სახელმწიფო კერძო სექტორს შესთავაზებს.

„ზოგადად, კარგი ინიციატივაა, თუმცა გადამწყვეტია, კომპანიებს რა პირობებს შესთავაზებენ. მაგალითად, მე რომ მითხრან 2 თვეში გააკეთე გზა თბილისიდან მესტიამდე და 2 მილიონ ლარს მოგცემო, არ იქნება კარგი. მაგრამ, პირობითად, თუ მეტყვიან გააკეთე წელიწადნახევარში და 200 მილიონს მოგცემო, რეალური იქნება. რამეს რომ შემოგთავაზებენ სანაცვლოდ რას მოგთხოვენ ეგ არის მნიშვნელოვანი, თორემ პროგრამა ნამდვილად კარგია“,- განაცხადა როსტომაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობა სამშენებლო სექტორს ახალ შეთავაზებებს უკეთებს.

ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო დეველოპერებს დამატებითი ფინანსური მოზიდვის სანაცვლოდ საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გარანტირებულ დაკვეთას სთავაზობს.

პრემიერის თქმით, ქვეყანას ეკონომიკური ზრდის ამაჩქარებლები და არაორდინარული ნაბიჯები სჭირდება და ინიციატივა დამატებით 1-2%-იან ეკონომიკურ ზრდას მოიტანს.

ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ინიციატივა დარგის მხარდაჭერის პარალელურად, საჯარო, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში დაგეგმილ სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის გაზრდის.

„ამ ინიციატივით, მინიმუმ 500 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას ვგეგმავთ წელს“, - განაცხადა პრემიერმა.


ღარიბაშვილმა ჩამოთვალა პროექტები, რომლის განხორციელებსაც მთავრობა გეგმავს:

დევნილებისთვის სახლები დაახლოებით ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი;

პოლიციის ქალაქის მშენებლობა;

პოლიციის შენობების აშენება-რეაბილიტაცია;

800-მდე სკოლის რეაბილიტაცია- მშენებლობა;

ბაღების მშენებლობა;

გარდა ამისა თავდაცვის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს პროექტები და სხვა.

„სამშენებლო კომპანიებს შევთავაზებთ შემდეგს, რომ მათ შეუძლიათ დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ადგილობრივ ბაზარზე ბანკებიდან, ჩვენი გარანტიით, მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა ამ მოცულობის სამუშაოებზე და რა თქმა უნდა, ჩვენ 3-5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ინიციატივის გაცნობის მიზნით ვიცე-პრემიერს სამშენებლო სექტორთან აქტიური შეხვედრების გამართვა დაავალა.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up