როტერდამის პორტმა რუსეთთან კონტეინერების მიმოსვლა შეაჩერა

როტერდამის პორტმა რუსეთთან კონტეინერების მიმოსვლა შეაჩერა

access_time2022-07-22 18:05:58

ტვირთბრუნვის თვალსაზრისით ევროპის უდიდესმა, მსოფლიოში კი ერთ-ერთმა წამყვანმა როტერდამის პორტმა რუსეთში და უკან კონტეინერების მიმოსვლა შეაჩერა. ამის შესახებ პრესრელიზი თავად კომპანიამ გაავრცელა.

 

მასში წერია, რომ „საკონტეინერო მიმოსვლა რუსეთში და რუსეთიდან შეჩერებულია, რადგან გლობალური ლოგისტიკის მუდმივმა შეფერხებებმა ტვირთები დიდი საკონტეინერო პორტებიდან პატარა პორტებში გადაამისამართა“.

 

პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ პორტის ნახევარწლიანი მუშაობის შედეგების მიხედვით, ბოლო თვეებში როტერდამის გავლით რუსული ქვანახშირის, ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მცირე იმპორტი დაფიქსირდა, რისი მიზეზიც სანქციებია. კომპანიები ამ ტვირთების იმპორტს სხვა ქვეყნებიდან ეწევიან.

 

ზოგადად, წლის პირველი ნახევრის განმავლობაში როტერდამის პორტის ტვირთბრუნვა, წინა წელთან შედერებით, 0,8%-ით, 233,5 მლნ ტონამდე გაიზარდა. უკრაინის ომმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ბევრ სეგმენტში, როგორიც არის, მაგალითად, LNG-ისა და ქვანახშირის იმპორტი. ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, რადგან ევროპისთვის მილსადენებით შემცირებული რუსული გაზის ალტერნატიულ იმპორტს წარმოადგენს. რკინის მადნის, სასოფლო-სამეურნეო ტვირთისა და კონტეინერების გადაზიდვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უფრო დაბალი იყო.


 

ამასთან, როტერდამის პორტის ადმინისტრაციის აღმასრულებელი დირექტორი, ალარდ კასტელი აღიარებს, რომ ევროპა რუსულ ენერგიაზე მეტად დამოკიდებულია.

 

„დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება ევროპას მეტად დაუცველს ხდის. ენერგია და ნედლეული გონივრულ ფასებში ხელმისაწვდომი თავისთავად ვეღარ იქნება“, - აცხადებს ალარდ კასტელი.

 

24 თებერვლის შემდეგ უმსხვილესმა ევროპულმა პორტებმა, როტერდამმა, ანტვერპენმა, ჰამბურგმა და ბრემერჰავენმა რუსული ტვირთების ბლოკირება დაიწყეს. ამის საბაბი, Forbes-ის მაშინდელი წყაროს ცნობით, რუსეთში მოწყობილობებისა და ფუფუნების საქონლის მიწოდების აკრძალვა იყო. Forbes-ის მონაცემებით, მარტის დასაწყისში, რუსული იმპორტის, დაახლოებით, 8 000 კონტეინერი ევროპაში გაიჭედა. ევროპის წამყვანმა საკონტეინერო ხაზებმა, მათ შორის ლოგისტიკის გიგანტმა, Maersk-მა, რუსეთთან მუშაობაზე იმთავითვე უარი განაცხადეს.

 

ევროკავშირმა რუსული გემებისთვის თავისი პორტები მეხუთე სასანქციე პაკეტით დახურა. ივნისის დასაწყისში ბრიუსელმა სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რუსული ნავთობის საზღვაო იმპორტს კრძალავს: ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთიდან ჯერ ნავთობის, ხოლო რვა თვის შემდეგ ნავთობპროდუქტების იმპორტი მთლიანად უნდა შეწყვიტონ.


bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up