Rozum - ერთადერთი ლიცენზირებული მუსიკის ორგანიზატორი ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებელს ინოვაციურ ტექნოლოგიას სთავაზობს

Rozum - ერთადერთი ლიცენზირებული მუსიკის ორგანიზატორი ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებელს ინოვაციურ ტექნოლოგიას სთავაზობს

access_time2021-04-26 14:20:52

ქართულ ბაზარზე კომპანია Rozum გამოჩნდა, რომლის მთავარი მოწოდებაა, ლიცენზირებული მუსიკალური ფლეილისტები ყველა სახის ბიზნესს მიაწოდოს. მუსიკალური მაუწყებლობის ორგანიზატორი კომპანია Rozum, დიდი ამბიციებით შემოვიდა ბაზარზე, მათ სურთ რომ ყველა ბიზნესი სარგებლობდეს გემოვნებიანი, გამართული ფონური მუსიკით და მომხმარებლებს უფრო მეტი კომფორტი შეუქმნას.

როზუმ-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი- ლელა ჯიმუხაძე


Rozum ბიზნესებს საერთაშორისო შემსრულებლების ლიცენზირებულ პროდუქტთან ერთად, ქართველი შემსრულებლების კონტენტსაც სთავაზობს, რაც ადგილობრივი მუსიკალური ინდუსტრიისთვის ნამდვილად აუცილებელია.


Rozum-ის სერვისის გამოყენება ყველა იმ ბიზნესისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მუსიკას იყენებს. ვისაც სურთ გაზარდონ ბიზნესის მიმართ ნდობა და მომხმარებელს თავი დაამახსოვრონ, როგორც სასიამოვნო გამოცდილება, რასთან დაბრუნებასაც ისინი შემდგომში აუცილებლად მოინდომებენ.


Rozum ამაყობს ისეთი საერთაშორისო პარტნიორებით როგორებიც არიან Sony Music Entertainment, Warner Music, National Music Publishers, First Music Publishing და სხვა. კომპანიები სწორედ მათ მიერ მოწოდებული მუსიკალური ბაზიდან არჩევენ ფლეილისტებს, რომელიც შემდეგ ქართულ კაფე-ბარებში, მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში თუ სხვა საჯარო სივრცეში.


ლიცენზირებული მუსიკის ფართო კოლექციაში სადაც 9 000 000 -ზე მეტი მუსიკალური შესრულებაა, ყველა ჟანრის სიმღერის პოვნაა შესაძლებელი. კომპანიის წარმომადგენლებს გადატვირთული გრაფიკის გამო, ხშირად ურჩევნიათ ბიზნესის ფლეილისტის შედგენა პროფესიონალებს მიანდონ, სწორედ ამიტომ, Rozum გთავაზობთ მუსიკალური რედაქტორების მომსახურებას, რომლის მთავარი საზრუნავია ბიზნესს შეურჩიონ და მოამარაგონ შესაფერისი მუსიკით.


ლიცენზირებული მუსიკის გამოყენება Rozum-ის პარტნიორ კომპანიებს მარტივად და კომფორტულად შეუძლიათ. ინოვაცია, რომელიც თავიდანვე ვახსენეთ Rozum box და Rozum აპლიკაციას გულისხმობს. ბიზნესი Rozum-თან პარტნიორობას როცა გადაწყვეტს, ტექნიკური სამსახური უკავშირდება მათ და სთავაზობს ოპტიმალურ ვარიანტს, Rozum box-ის დაყენება სჯობს მათ ობიექტზე თუ აპლიკაციის ჩამოტვირთვა. Rozum აპლიკაციის ინსტალაცია კომპიუტერსა და „სმარტფონზე“ ხდება, ხოლო Rozum Box-ის ყველგან, სადაც აუდიო ტექნოლოგიაა დაყენებული.
Rozum-ის ქსელში ჩართულ თითოეულ მომხმარებელს პირადი კაბინეტი აქვს, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა მართონ თავიანთი ფლეილისტი, კონკრეტული სიმღერების ფლეილისტში ჩამატება ან ამოკლება, ბიზნესის წარმომადგენელს ნებისმიერ დროს შეუძლიათ. გარდა ამისა, Rozum მზადაა სპეციალურად შექმნილი რამდენიმესაათიანი ფლეილისტი მიაწოდოს ბიზნესს კონკრეტული სიტუაციისთვის.



აპლიკაცია ROZUM

აპლიკაცია ROZUM (ROZUM ფლეერი) იტვირთება ნებისმიერ მოწყობილობაზე, მათ შორის პერსონალურ კომპიუტერზე, ნოუთბუქზე, პლანშეტსა თუ სმარტფონზე. ფლეერი აუდიო და ვიდეო ნაწარმოებების გარდა, სარეკლამო და საინფორმაციო განცხადებებს აერთიანებს.


ბიზნესს აპლიკაცია ROZUM–ის ჩამოტვირთვა მომხმარებელს პირადი კაბინეტიდან შეუძლია. ფლეერის ინტერნეტთან დაკავშირება აუცილებელი არ არის, თუმცა თუ მისი განახლება, განრიგის ან სხვა მსგავსი ცვლილებები გსურთ, ამ შემთხვევაში ინტერნეტთან წვდომა აუცილებელია. გარდა ამისა ავტომატურ რეჟიმში ფლეერს 150 საათამდე მუშაობა შეუძლია.


ROZUM Box


ROZUM Box არის Android-ის საოპერაციო სისტემაზე აწყობილი აპლიკაცია, რომელიც ინტერნეტს და აუდიო-ვიდეო კონტენტის დამკვრელ მოწყობილობას უკავშირდება. მოწყობილობა ROZUM Box-ის ჩართვისას ამოქმედდება ROZUM-ფლეერი.


ROZUM Box-ის გამოყენება ბიზნესისთვის რეკომენდებულია იმ შემთხვევებში, თუ ორგანიზაცია არ არის აღჭურვილი აპლიკაცია ROZUM-ისთვის საჭირო IT-ინფრასტრუქტურით.


ROZUM-ის საშუალებით, ბიზნესები პირადი მენეჯერისა და ტექნიკური სამსახურის 24-საათიან მომსახურებას მიიღებენ, რაც კიდევ ერთი დამატებითი უპირატესობაა. პირადი მენეჯერი არის პასუხი ყველა იმ კითხვაზე რაც ბიზნესის წარმომადგენელს შეიძლება გაუჩნდეს, რადგან ისინი აწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას და ეხმარებიან მათ პროცესის სიზუსტით წარმართვაში. პირადი მენეჯერი პარტნიორობის პერიოდში ყველა დეტალს მოაწესრიგებს, ხოლო ტექნიკური მომსახურება ბიზნესებისთვის Rozum-ის ინოვაციური ტექნიკის მონტაჟსა და ხარვეზების აღმოფხვრას მოიცავს.


+995 322 22 03 02
info@rozum.ge
ROZUM LLC
საქართველო, თბილისი, კოსტავას 37/39


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up