Sony PlayStation 5-ს აძვირებს

Sony PlayStation 5-ს აძვირებს

access_time2022-08-25 23:30:00

Sony-მ მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში PlayStation 5-ის ფასი გლობალურად გააძვირა. ამ გადაწყვეტილებას კომპანია „რთული ეკონომიკური პირობებით“ , გლობალური ინფლაციით და არასასურველი ვალუტის ტენდენციებით“ ხსნის, ამის შესახებ ინფორმაციას techcrunch ავრცელებს.


ახალი ფასი, რომელიც დიდწილად 30-დან 80 დოლარამდე ზრდას გულისხმობს ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ავსტრალიაში, მექსიკასა და კანადაში დაუყოვნებლივ ამოქმედდება. ერთადერთი გამონაკლისი იაპონიაა, სადაც  PlayStation-ს განახლებული ფასით 15 სექტემბერს გამოჩნდება.  კომპანიამ ასევე დაადასტურა, რომ ფასის ზრდა აშშ-საც  შეეხება.

 

“ჩვენ ვიცით თუ რა გავლენას ახდენს გლობალური ინფლაციის მაჩვენებლებიი, ისევე როგორც სავალუტო ტენდენციები მომხმარებლებზე, თუმცა რთული ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, SIE-მ მიიღო რთული გადაწყვეტილება, გაეზარდა PlayStation 5-ის საცალო ფასი (RRP) ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA), აზია-წყნარი ოკეანის (APAC), ლათინური ამერიკის ბაზრებზე, ისევე როგორც კანადაში”,- განმარტავს ჯიმ რაიანი, Sony Interactive Entertainment-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.


PlayStation 5-ზე ფასების  ზრდის მიუხედავად  ბევრ ბაზარზე  მიწოდება კვლავ პრობლემაა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებისთვის ყველაფერი კეთდება, რათა მეტმა მოთამაშემ შეძლოს  შეიგრძნოს ის  ყველაფერი რასაც PlayStation 5 სთავაზობს.

 

ქვეყნების მიხედვით ახალი ფასი ასე გამოიყურება


ევროპა

PS5 Ultra HD Blu-ray დისკით – 549,99 ევრო (ადრე 499 ევრო)

PS5 ციფრული გამოცემა – 449,99 ევრო (ადრე 399 ევრო)

 

 

დიდი ბრიტანეთი


 

PS5 Ultra HD Blu-ray დისკით – 479,99 ფუნტი (ადრე 449 ფუნტი)

PS5 ციფრული გამოცემა – 389,99 ფუნტი (ადრე 359 ფუნტი)

იაპონია (ამოქმედია 2022 წლის 15 სექტემბერს)

PS5 Ultra HD Blu-ray დისკით – 60,478 ¥ (ადრე 49,980 ¥)

PS5 ციფრული გამოცემა – 49,478 ¥ (ადრე 39,980 ¥)

 

ჩინეთი

PS5 Ultra HD Blu-ray დისკით – 4299 ¥ იუანი

PS5 ციფრული გამოცემა – ¥3,499 იუანი

 

ავსტრალია

PS5 Ultra HD Blu-ray დისკით – 799,95 AUD (ადრე 749 AUD)

PS5 ციფრული გამოცემა – 649,95 AUD (ადრე 599 $ AUD)

 

 

მექსიკა

PS5 Ultra HD Blu-ray დისკით – MXN $14,999

PS5 ციფრული გამოცემა – MXN $12,499

 

კანადა

PS5 Ultra HD Blu-ray დისკით – 649,99 CAD (ადრე 629 CAD)

PS5 ციფრული გამოცემა – 519,99 CAD (ადრე 499 CAD)

 

Sony - ის პროდუქციაზე ფასების ზრდა ხდება იმ დროს, როდესაც რამდენიმე სათამაშო გიგანტმა, მათ შორის კონკურენტებმა Nintendo-მ და Microsoft-მა, გაყიდვები შემცირეს.

 


თეგები:
Sony PlayStation 5 Sony sps



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up