რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას რუსული რუბლის გაუფასურება და რუსულ ბირჟებზე ინდექსების დაცემა მოჰყვა.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 15:00 საათის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 60.8142 რუბლია, დღის დასაწყისიდან რუბლი დოლართან მიმართებით 1%-ით გაუფასურდა.
1 ევროს ღირებულება კი 60.5967 რუბლია და დილიდან 1.24%-იანი გაუფასურება ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ რუსულ რუბლის გაუფასურება გუშინაც დაფიქსირდა. ეს იმ ფონზე მოხდა, როდესაც რუსეთში გავრცელდა ცნობა, რომ პრეზიდენტი ნაწილობრივ მობილიზაციას აცხადებს.