რუბლის გაუფასურებას აფხაზეთში ფასების კატასტროფული ზრდა მოჰყვა

რუბლის გაუფასურებას აფხაზეთში ფასების კატასტროფული ზრდა მოჰყვა

access_time2022-03-03 17:00:58

რუსული ვალუტის გაუფასურებამ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში პროდუქტი არნახულად გააძვირა. ცვლილება განსაკუთრებით ხილბოსტნეულს შეეხო. როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ამბობენ, ყველაფრის ფასი მატულობს, გარდა თხილისა, რომლის ღირებულებაც 1 კვირაში განახევრდა.


გალის ქვედა ზონის, სოფელ ფიჩორის მცხოვრებლებს ,,კომერსანტი“ სოციალური ქსელით დაუკავშირდა. ხალხი ამბობს, რომ ჯერჯერობით ფასი შენარჩუნდა მხოლოდ ზეთზე, შაქარსა და ფქვილზე, თუმცა ეს ტენდენციაც სავარაუდოდ შეიცვლება.


,,ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. კურსი კატასტროფულად ეცემა და ძვირდება ყველა პროდუქტი, რისი მარაგიც მეტნაკლებად იყო, ჯერ კიდევ ხელმისაწვდომ ფასად იყიდება. ეს ძირითადად რუსეთიდან ომამდე შემოტანილი პროდუქტებია, განსაკუთრებით შაქარი, ფქვილი და ზეთი, მაგრამ ესეც დროთა განმავლობაში გაძვირდება, როცა ახალი პარტიების შემოტანა გახდება საჭირო. ხილისა და ბოსტნეულის ფასი გაორმაგებულია. ამ დროისთვის 2,50 ლარს აღწევს 1 კგ. კარტოფილის ფასი, ხახვი 2 ლარი ღირს, 1 კგ.  მწვანილი 12 ლარამდეა გაძვირებული. თხილის იმედად ვიყავით, მაგრამ რუბლის კურსი დაეცა და თხილიც ერთბაშად გაიაფდა. ლარში ვერ ვყიდით, ადგილობრივი გადამყიდველები 1 კგ. თხილში 40 რუბლს გვიხდიან , რაც 2 ლარზე ნაკლებია“, - ამბობს ოკუპირებული სოფლის მცხოვრები ვახო ცირდავა.


ადგილობრივების ინფორმაციით, ზუგდიდიდან თხილის გატანის პრობლემა არ არის, მაგრამ რუს და აფხაზ მესაზღვრეებს  მაღალი გადასახადი აქვთ დაწესებული, რის გამოც რეგიონიდან ტვირთის გატანას ისედაც არ აქვს აზრი.



,,1 კილოგრამი პროდუქტის გატანაში დამატებით 1 ლარს ვიხდით, ასეთ პირობებში გალიდან ტვირთების მოძრაობა ისედაც გაჩერებულია, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ არის. ვერც ზუგდიდიდან შემოგვაქვს პროდუქტი, რადგან ისედაც მაღალი ფასებია. მსხვილი ბიზნესებისთვის, ვინც ადგილობრივ ადმინისტრაციასთან მეგობრობს, ყველაფერი შედარებით მარტივადაა, მოსახლეობას კი იმდენად რთული ბარიერები ხვდება, რომ ისევ ადგილობრივ ბაზრებზე იძულებით ვართ  დამოკიდებული. თხილს თუ ვერ გავყიდით, ვერც პროდუქტს ვიყიდით, გამოუვალ მდგომარეობაში ვართ“, - ამბობს სოფელ გაგიდის მკვიდრი ციალა გვარამია ,,კომერსანტთან“.


აღსანიშნავია, რომ თხილის ფასი შემცირდა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეც. ამ ეტაპზე სამეგრელოში 1კგ. პროდუქტის ღირებულება 3-5 ლარის ფარგლებში მერყეობს. ფასს თხილის ხარისხი განსაზღვრავს.


რაც შეეხება სავალუტო კურსს,  რუსული რუბლი რეკორდულად გაუფასურდა. ვაჭრობა დღეს, 3 მარტს დოლართან 100 რუბლზე გაიხსნა და მალევე 117 რუბლამდე გაუფასურდა. რეკორდულად გაუფასურდა რუბლი ევროსთან, ვაჭრობის გახსნისას კურსი 108 რუბლზე იყო, ამჟამად კი 130 რუბლს შეადგენს. 


100 რუბლის ღირებულება 2,70 ლარის ფარგლებშია.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up