რუბლის გაუფასურების გამო რუსეთში იმპორტირებულ ალკოჰოლზე ფასი 20-40%-ით გაიზარდა

რუბლის გაუფასურების გამო რუსეთში იმპორტირებულ ალკოჰოლზე ფასი 20-40%-ით გაიზარდა

access_time2022-03-02 20:00:01

ქსელურმა მაღაზიებმა „Ароматный мир“ , „Отдохни“ , „Мясновъ“ , „Красное & Белое“  უცხოურ ალკოჰოლურ სასმელებზე გასაყიდი ფასები გაზარდეს, ხოლო ფასდაკლებები და აქციები გააუქმეს. საბითუმო ფასები გაზარდეს უცხოური სასმელების მსხვილმა დისტრიბუტორებმაც. შედეგად ალკოჰოლური პროდუქტები 20-40%-ით გაძვირდა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ფასების ზრდა კიდევ გაგრძელდება - ფასებზე გავლენას მოახდენს ვალუტის რყევები, ლოგისტიკური ხარჯების ზრდა და სანქციები. გაძვირდება რუსული ალკოჰოლიც.

 

ალკოჰოლის გამყიდველმა რამდენიმე რუსმა რითეილერმა ალკოჰოლურ სასმელზე ფასები გაზარდეს. ფასების ზრდა Forbes-ის კორესპონდენტმა ქსელურ მაღაზია „Ароматный мир“ - ში შენიშნა. 


„ამჟამად მაღაზიაში პროდუქციის გადაფასება მიმდინარეობს. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ, პროდუქტის ფასი კონსულტანტებთან გადაამოწმეთ“, - ნათქვამია განცხადებაში. ქსელის თანამშრომელმა განმარტა, რომ საუბარია იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ფასის მატებაზე. აღსანიშნავია, რომ რამდენი პროცენტით გაიზრდება ფასები მას არ უთქვამს: „ახალი ფასების ახლახან მოვიდა. მაგრამ, ყველა უცხოურ პროდუქტზე  ფასები საგრძნობლად  გაიზარდა“,

 

28 თებერვლიდან, იმპორტირებული კონიაკის, ტეკილას, ვისკის, ჯინის და სხვა ძლიერი ალკოჰოლური სასმელების მთელ ხაზზე ფასი 20%-ით გაიზარდა - განუცხადა Forbes-ს , „Отдохни“ -სა და „Мясновъ“ - ის თანამშრომელმა. მათი თქმით, იმპორტირებული ღვინის ღირებულება ჯერ არ შეცვლილა, თუმცა 1 მარტიდან ქსელის ყველა ტრადიციული აქცია „2+1“ და „საუკეთესო ფასი“ გაუქმდა: Forbes-ის წყარო ამბობს იმასაც, რომ 30%-ით გაზარდა იმპორტირებული ლუდის ფასიც.


 

ორივე კომპანიაში ირწმუნებიან, რომ რუსული ღვინოები, არაყი და სხვა ალკოჰოლური სასმელები არ გაძვირებულა.

 

„Красное & Белое“-ს თანამშრომლები აცხადებენ, რომ ამ დრომდე პროდუქციაზე ფასები არ გაზრდილა, მაგრამ - „ყველაფერი შესაძლებელია, ფასების სიები შეიძლება ყოველდღიურად შეიცვალოს“.

 

 

„მცირე ქსელებში ფასების ზრდა აიხსნება იმით, რომ ისინი პირდაპირ არიან დამოკიდებული მომწოდებლებზე“ - ამბობს WineRetail- ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე სტავცევი. ახლა უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში უმსხვილესი ფედერალური საცალო ქსელები არიან, რომლებიც აქტიურად ავითარებენ საკუთარ იმპორტს. ექსპერტი ამბობს, რომ დიდ ქსელებს დანაკლისის შესავსებად მნიშვნელოვანი მარაგები აქვთ.


forbes.ru




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up