რუკა, რომელიც ახალი კორონავირუსის  რეალურ დროში გავრცელებას გვიჩვენებს

რუკა, რომელიც ახალი კორონავირუსის რეალურ დროში გავრცელებას გვიჩვენებს

access_time2020-01-28 13:45:02

ჩინეთის ქალაქ უხანიდან წამოსული ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 107 ადამიანს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 4474 პირს.


ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს რუკა, რომელიც ვირუსის გავრცელების შესახებ მონაცემებს აღრიცხავს და ვიზუალურად, რეალურ დროში გვთავაზობს. ამისათვის რუკა იყენებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ჩინეთის ჯანდაცვის კომისიისა და სხვა წყაროების მონაცემებს, ისევე როგორც გეოგრაფიული საონფორმაციო სისტემის კარტირებას.


ახალი მონაცემების გამოქვეყნებისთანავე, რუკა დაუყოვნებლივ აახლებს ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა ოდენობას, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვს. წითელი წერტილებით აღნიშნულია გავრცელების ზონები; წერტილის ზომა შეესაბამება გავრცელების შედარებით ზომას. დაკლიკების შემთხვევაში, ნახავთ ინფორმაციას რეგიონის შესახებ.


გავრცელებას ხშირად თან ახლავს პანიკა და დაბნეულობა, ყალბი ინფორმაცია კი ყველაზე სწრაფად ვრცელდება. დაბნეულობას კიდევ უფრო ამძაფრებს ისიც, რომ როგორც ჩანს, ჩინეთმა დაავადების პირველად გამოჩენისას მის შესახებ ინფორმაცია დამალა.



ჩინეთში დაკავებულია სულ მცირე რვა ადამიანი, რომლებსაც ბრალად ედებათ კორონავირუსის შესახებ ინტერნეტში არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნება ან გავრცელება.რუკის ერთი გრაფიკი ძალიან თვალნათლივ გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად გავრცელდა ვირუსი ჩინეთში დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით.



ვირუსის გავრცელების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა მსოფლიოს 13 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ავსტრალიაში, საფრანგეთსა და იაპონიაში.


ექსპერტთა აზრით, ინფიცირებულ ადამიანთა რეალური რაოდენობა იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები მეტყველებს.


ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა აზრით, ახალი კორონავირუსი გაცილებით სუსტი იქნება, ვიდრე 2003 წელს გავრცელებული მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS). ამჟამად კარანტინია მთლიანად უხანში, სამოგზაურო შეზღუდვებია შემოღებული ხუბეის პროვინციის კიდევ 12 ქალაქში, რის გამოც იზოლაციის ქვეშ 33 მილიონი ადამიანი მოექცა.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up