რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი ტაქტიკური ფრენების წვრთნები ბელარუსის ტერიტორიაზე 16 იანვრიდან მიმდინარეობს. რუსული და ბელარუსული სამხედრო ეკიპაჟები საჰაერო დაზვერვას ახორციელებენ, მოიერიშე თვითმფრინავებით პატრულირებენ და მტრის საჰაერო თავდაცვას იგერიებენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, ერთობლივი სწავლების მიზანი საბრძოლო მომზადების ამოცანების ერთობლივი შესრულებისას ოპერატიული თავსებადობის გაზრდაა.
ბელარუსისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების საავიაციო ქვედანაყოფების ერთობლივი ტაქტიკური საფრენოსნო წვრთნები ათი დღის წინ დაიწყო. წვრთნებში ბელარუსის საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის ძალების ყველა აეროდრომი და სასწავლო მოედანია ჩართული.