რუსეთის მოქალაქეები "ნაწილობრივ მობილიზაციას" ოკეანის გავლით, სამხრეთ კორეაშიც გაურბიან. Reuters-ის ცნობით, 20-ზე მეტმა რუსმა იახტებით გაცურა წყნარი ოკეანის პორტებიდან სამხრეთ კორეაში. გავრცელებული ინფორმაციით, მათ უმეტესობას ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს.
სამშაბათს, სამხრეთ კორეის მაუწყებელმა KBS-მა თქვა, რომ მინიმუმ 21 რუსი ჩავიდა იახტებით ქვეყნის სამხრეთით მდებარე პორტებში, მაგრამ მხოლოდ ორს მიეცა შესვლის უფლება, სხვებს კი უარი ეთქვათ, რადგან ხელისუფლებამ მათი მიზანი "ორაზროვანად" მიიჩნია.
KBS იტყობინება, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამხრეთ-აღმოსავლეთის საპორტო ქალაქ პოჰანგში სამი იახტა დადგა, რომლებსაც ძირითადად 20-30 წლამდე რუსი კაცები გადაჰყავდა.
წყარო: mtavari.tv/