თურქეთში მყოფი რუსებისგან, საქართველოში საცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 4.5-ჯერ გაიზარდა. იმის შესახებ, რომ რუსეთს მოქალაქეები ფაქტობრივად ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლას ჩქარობენ, საუბარია BD-GROUP-ის კვლევაში, რომელსაც ლენტა.რუ აქვეყნებს.
თურქეთში მყოფი რუსების ქართული უძრავი ქონებით დაინტერესების პიკი გასული წლის ბოლოს იყო. 2022 წლის მეოთხე კვარტალში შესაბამისი მოთხოვნა, მესამე კვარტალთან შედარებით 77.1%-ით, ხოლო 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 788.7%-ით გაიზარდა. ყოველთვიური დინამიკის ფარგლებში, ყველაზე აქტიური თვე იყო ოქტომბერი, როდესაც მოთხოვნის რაოდენობამ საშუალო თვიურ შედეგს 160,3%-ით გადააჭარბა.
„თურქეთიდან საქართველოში მომხმარებელთა ნაკადი მაღალია იმის გამო, რომ თურქეთში ჯერ ერთი მაღალია ფასი მოქალაქეობისა და ბინადრობის ნებართვის მისაღებად ობიექტების შეძენაზე, მეორეც - ბევრი რეგიონი დაკეტილია. კიდევ ერთი მიზეზი არის სხვა სარწმუნოება,“- აცხადებს BD-GROUP-ის დამფუძნებელი დარია ბოროდინა. მისივე თქმით, საქართველოში უძრავი ქონების ფასები უფრო დაბალია. გარდა ამისა, ამ ქვეყანაში რუსებს შეუძლიათ დაკავდნენ დღიური ქირით, თურქეთში კი ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს.