რუსები, უკრაინელები და ბელარუსები როგორც წესი მაღალბიუჯეტურ სასტუმროებში მიდიან და სიღნაღი მათთვის საინტერესო ნაკლებადაა - Sighnaghi Art Hotel

რუსები, უკრაინელები და ბელარუსები როგორც წესი მაღალბიუჯეტურ სასტუმროებში მიდიან და სიღნაღი მათთვის საინტერესო ნაკლებადაა - Sighnaghi Art Hotel

access_time2022-07-29 20:30:43

„რუსები, უკრაინელები და ბელარუსები როგორც წესი მაღალბიუჯეტურ სასტუმროებში მიდიან და სიღნაღი მათთვის საინტერესო ნაკლებადაა“, — ამის შესახებ „კომერსანტს“ Sighnaghi Art Hotel და Villa Provance-ის დამფუძნებელმა ლალი მოროშკინამ კახეთის რეგიონში არსებულ ტურისტულ სეზონზე საუბრისას უთხრა. 


„წელს სიღნაღში ძალიან ბევრი ტურისტია და პოპულარული გახდა ქართველი დამსვენებლებისთვისაც. რაც შეეხება რუსი და უკრაინელი ტურისტების ზრდის გავლენას სიღნაღზე, ეს აქ ნაკლებად აისახა, რადგან უკრაინელი ტურისტები მეტ-ნაკლებად ადრეც იყო და ახლაც არიან, თუმცა რუსი ტურისტები უფრო მაღალ სეგმენტზეა გათვლილი და ისინი ძირითადად ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებს ანიჭებენ უპირატესობას. შესაბამისად კონკრეტულად ჩემი სასტუმროს სეგმენტს და მგონია რომ ზოგადად სიღნაღში დამსვენებელთა სეგმენტს ისინი არ წარმოადგენენ. ჩვენ უფრო მოდიან ევროპელები და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან, რომლებსაც აინტერესებთ ეთნოკულტურა“,  აღნიშნა ლალი მოროშკინამ.


ჟურნალისტის და პიარ-ტექნოლოგის ლალი მოროშკინას თქმით, სიღნაღი კახეთის სხვა ძვირადღირებული ქალაქებისგან განსხვავდება და ის უფრო ბიუჯეტური დასვენებისთვის არის გათვლილი. 



„სიღნაღმა დაიჭირა ის ნიშა, რომ კახეთის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, რომლებიც ძალიან ძვირია, აქ შესაძლებელია მინიმალური თანხით მიიღო მაქსიმალური სიამოვნება, მაგალითად დაისვენო 50 ლარად ორმა ადამიანმა. მეც მაქვს სასტუმროში იაფიანი სეგმენტისთვის და ცოტა ძვირადღირებული სეგმენტისთვის გათვლილი ნომრები. გვსურს, რომ სიღნაღი მხოლოდ ზაფხულის სეზონზე არ იყო ტურისტებისთვის საინტერესო.


რაც შეეხება ჯავშნეს ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრია, თუმცა როგორც ადრე ხდებოდა, რომ თვეებით ადრე ჯავშნიდნენ, პანდემიამ ეს დამოკიდებულება შეცვალა და ერთი თვით ადრე ხდება მხოლოდ დაჯავშნა, რადგან მაშინ ძალიან ვიზარალეთ ამის გამო. წელს მაგალითად კონკრეტულად ჩემს სასტუმროში სჭარბობენ მექსიკელები, ამერიკელები, ფრანგები და გერმანელები, რა თქმა უნდა ძალიან ბევრია არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები და ასევე ევროპაში მცხოვრები ინდოელები. ქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი იმისთვის, რომ ტურისტებისთვის ის უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს“,  ამბობს ლალი მოროშკინა.


აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 1.43 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორიდან 1.14 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up