კორონავირუსმა რუსეთში ფეხი საფუძვლიანად მოიკიდა - დღეში აქ 1000-ზე მეტი ადამიანი კვდება. მდგომარეობას კორუფცია ართულებს - რუსების დიდი ნაწილი ვაქცინა „სპუტნიკს“ არ ენდობა და აცრის თავიდან აცილებას ყველანაირად ცდილობს.
ვლადიმირ პუტინმა ზუსტად იცის, ქრთამებს სად იძლევიან - „ჩამოდიან ევროპული ქვეყნების მოქალაქეები, „სპუტნიკით“ იცრებიან და მერე იქ, ევროპაში, ყიდულობენ ყალბ ცნობებს თითქოს „ფაიზერით“ არიან აცრილები“, - გააოცა რუსეთის პრეზიდენტმა პოლიტოლოგები მათთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს, რომელიც ოქტომბერში გაიმართა.
თუმცა, სინამდვილეში, პუტინის რუსეთის, სადაც დღე-ღამეში საშუალოდ 40 000 ახალი შემთხვევა და 1000-ზე მეტი გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება, კორონავირუსის პანდემიის ერთ-ერთო გლობალური წყაროა და თანაც კორუფციის კუთხითაც რეკორდებს ხსნის.
საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის მონაცემებით, ბოლო 6 თვის მანძილზე პროკურატურამ ვაქცინაციის თაობაზე ყალბი ცნობების გავრცელების ბრალდებით 503 სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გარდა ამისა, 2036 საიტი, რომელიც მსურველებს ყალბი ცნობების შეძენას სთავაზობდა, პროკურატურის მიერ დაიბლოკა.
სექტემბერ-ოქტომბერში პლატფორმა Digital Risk Protection Group-IB დააფიქსირა აცრის ყალბი სერტიფიკატების მიწოდების 3158 შეთავაზება, რაც 20-ჯერ მეტია, ვიდრე ზაფხულში. სპეციალურ საიტზე და სოციალურ ქსელებში იყიდება გაყალბებული QR-კოდები, პსრ-ტესტები და აცრისგან გამანთავისუფლებელი სამედიცინო ჩვენებები.
„სამსახურში ყველას ვაქცინაცია დაავალდებულეს, რადგანაც ბევრი თანამშრომელი ერთი მეორეს მიყოლებით დაავადდა. მე კი ზღვაზე მინდოდა გამგზავრება, შვებულებაში“, - ასე ახსნა თავისი საქციელი მოსკოვის ერთ-ერთი კერძო კომპანიის მენეჯერმა, რომელმაც ვაქცინაციის ყალბი ცნობა იყიდა.
დღეს ამის გასაკეთებლად ბევრია მზად, რაც რუსების მხრიდან ვაქცინის მიმართ უნდობლობაზე და ტოტალური კორუფციაზე მეტყველებს.
სააგენტო Интерфакс-ის მონაცემებით რუსეთის 51 მლნ მოქალაქიდან, რომელმაც ოფიციალურად ვაქცინაცია გაიარა, სინამდვილეში მინიმუმ 10%-მა ყალბი სერტიფიკატები შეიძინა.
ვაქცინა „სპუტნიკის“ შემქმნელი მოსკოვის გამალეის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის ალექსანდრ გინზბურგის თქმით, ყალბი ცნობების მფლობელია იმ თითქოს და აცრილ პაციენტთა 80%, ვინც კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადდა.
პოლიტოლოგებთან შეხვედრის დროს პუტინმა განაცხადა, რომ ვაქცინა „სპუტნიკი“, რომელიც რუსეთში მონოპოლიით სარგებლობს, ევროპაში უფრო უსაფრთხოდ ითვლება, ვიდრე Pfizer-ის პრეპარატი.
მაგრამ, როგორც ჩანს, თავად რუსებს ამ საკითხზე სხვა აზრი აქვთ - მათ შორის აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 35%, ისიც ოფიციალურად, ქრთამით ნაყიდი სერტიფიკატების ჩათვლით, რომელიც არავინ იცის რამდენია.
ამას სავალალო შედეგიც მოჰყვა - ოქტომბერში რუსეთმა გაუსწრო ამერიკას, რომელიც კორონავირუსით სიკვდილიანობის კუთხით, თვეების მანძილზე მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.
fr.de