რუსებმა 2022 წლის მესამე კვარტალში უცხოურ დეპოზიტებზე 1.45 ტრილიონი რუბლი გადარიცხეს. რაც რეკორდული მაჩვენებელია რუსული ბანკის სტატისტიკის გამოქვეყნების მთელი პერიოდისთვის.
რუსული მედიის ინფორმაციით, ივლის-სექტემბერში გადარიცხვებმა გადააჭარბა პირველი და მეორე კვარტლის მონაცემებს ერთად. წლიური თვალსაზრისით ეს მაჩვენებელი თითქმის 2600%-ით, ანუ 27 ჯერ გაიზარდა.
დეკემბრის დასაწყისში Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2022 წელს სომხეთის, საქართველოსა და ტაჯიკეთის ვალუტები დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გამყარდა - ამას ხელი შეუწყო ამ ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეებისა და ფულის გადინებამ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი პუტინის მიერ გამოცხადებულ სამხედრო მობილიზაციას გამოექცა.