რუსეთის ჯარებმა საღამოს სლავიანსკი დაბომბეს, - ამის შესახებ დონეცკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ 22 ივლისს განაცხადა.
„რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ქალაქის საცხოვრებელი ადგილები. ამჟამად, ჩვენ ვიცით, რომ დაიჭრა მინიმუმ სამი ადამიანი, დაზიანებულია ექვსი ხუთსართულიანი შენობა და რამდენიმე კერძო სახლი, – წერს იგი თავის ტელეგრამში.
დონეცკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინასწარი მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა კასეტური ბომბები დაუშინეს ქალაქის შემოგარენს.
წყარო „რადიო თავისუფლება