რუსეთში ახალი ავტომობილების ფასის მნიშვნელოვანი ზრდის გამო ქვეყნის მოსახლეობა ცდილობს უფრო იაფი გზების მოძიებას. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ამ ბოლო დღეებში რუსეთის მეზობელ ქვეყანა ყაზახეთში მკვეთრად გაიზარდა ახალი ავტომობილების გაყიდვები. ამასთან, როგორც ავტოდილერები აცხადებენ, მიდის შესყიდვა არა ცალობით, არამედ ბევრის ერთად. სპეციალისტების შეფასებით, აღნიშნული გამოიწვევს ყახაზეთში საავტომობილო ბიზნესის განვითარებას, თუმცა მეორეს მხრივ გამოიწვევს ფასის ზრდას იქაც.
მეორე ფაქტორი, რაც ყაზახურ სალონებში რუსებს იზიდავს, არის მაკომპლექტებლების მარაგების არსებობა ამ ქვეყანაში, რომლის ასევე მასობრივად შესყიდვას ცდილობენ რუსები. სპეციალისტების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახური ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ავტომობილების ფასი მაინც უფრო მიმზიდველად გამოიყურება რუსებისთვის თავად რუსეთში გაძვირებულ ფასთან შედარებით.
ცნობისათვის, რუსეთში მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ავტომობილებზე ფასი მკვეთრად გაიზარდა. რუსეთის მოსახლეობაზე დამატებით ფაქტორად მუშაობს ასევე წამყვანი საავტომობილო კომპანიების მხრიდან რუსეთის ბაზრის დატოვება და ასევე მაკომპლექტებლების იმპორტის შეწყვეტა.