რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ბინის მიქირავება რისკის შემცველია

რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ბინის მიქირავება რისკის შემცველია

access_time2022-03-04 17:30:21

უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის საფინანსო სისტემისთვის დაწესებული უმკაცრესი სანქციების ფონზე ქვეყნის მოსახლეობას და კომპანიებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ ფინანსებზე წვდომის თვალსაზრისით. შექმნილ ვითარებაში რუსეთის ბევრი მოქალაქე ცდილობს სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში გადასვლას და ვითარების სტაბილიზაციამდე დარჩენას. თუმცა, ამ ადამიანებს სერიოზული პრობლემა ემუქრებათ რუსეთის ბანკების საერთაშორისო საგადახდო სისტემიდან SWIFT გარიცხვის შემდეგ და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაებლოკოთ საბარათე ანგარიშები. ამის გამო საქართველოში ბინების დამქირავებელმა რუსეთის მოქალაქეებმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაკარგონ წვდომა საკუთარ ფინანსებზე და გადახდისუუნარონი აღმოჩნდნენ.


ასეთ შემთხვევაში რა სამართლებრივი მექანიზმები გააჩნიათ უძრავი ქონების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს, გადახდისუუნარო დამქირავებლების გასაყვანად თავისი სახლებიდან, „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ თავმჯდომარე,  ადვოკატი ნინო ლიპარტია „კომერსანტთან“ საუბრობს.


იურისტი გვიყვება, რომ 2013 წელს, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, საკანონმდებლო ცვლილების შემდგომ ე.წ. საპოლიციო გამოსახლება გააუქმა. მისი თქმით, საკუთრების უფლების დაცვის ერთადერთ საშუალებად საქართველოს მოქალაქეს სასამართლო და აღსრულების ბიურო რჩება. იმისთვის, რომ უწყებას საქმე გადაეცეს, ლიპარტიას განმარტებით, აუცილებელია სააღსრულებო ფურცელი, რომელიც სასამართლოში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცემა.

 

იურისტი გვიხსნის, რომ სასამართლო დავა შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში გაჭიანურდეს. მისი თქმით, სასამართლო დავის დასრულების შემდგომ სააღსრულებო მოქმედების  დაგეგმვასა და გამოსახლების პროცედურას, თავის მხრივ, დამატებითი დრო სჭირდება. როგორც ლიპარტია ამბობს, სასამართლო და სააღსრულებო წარმოება დროსთან ერთად, ფულად რესურსთან არის დაკავშირებული. ამასთან, მისი განცხადებით დაყოვნებულ პერიოდზე დაკისრებული ქირის თანხა,  დამქირავებლის ქონებრივი რესურსის არ არსებობის შემთხვევაში, ვერ იქნეს ბინის მესაკუთრისათვის გადახდილი.

 

„2013 წელს საქართველოს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილება შევიდა, რომლის საფუძველზეც საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი გაუქმდა. ამ შემთხვევაში იგულისხმება სასამართლო გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის გარეშე საპატრულო პოლიციის მეშვეობით გამოსახლება.


 

უძრავი და მოძრავი ნივთის გამოთხოვა უკანონო მფლობელობიდან ე.წ გამოსახლების პროცედურის დაწყება შესაძლებელია, მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

იმისთვის, რომ დოკუმენტი მივიღოთ, შეიძლება სასამართლოს სამი ინსტანციის გავლა დაგვჭირდეს, რაც რა თქმა უნდა ხანგრძლივობა მომეტებული რისკია, რადგან ეს დროში გაწელილი პროცესია.

 

სასამართლო პროცედურის დასრულების შემდგომ უკვე სააღსრულებო პროცედურა იწყება, სადაც სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი გამოსახლების პროცედურას იწყებს, რომელიც თავის მხრივ ასევე დროში გაწელილი პროცესია. დრო რა თქმა უნდა მესაკუთრის სასარგებლოდ არ მუშაობს. მართალია მესაკუთრეს ამ დაყოვნების პერიოდში აქვს უფლება ქირა მოითხოვოს, მაგრამ მაღალი ალბათობით ვინაიდან გამოსახლება გართულებულია და იმ ადამიანს სხვა ქონება  არ აქვს, ანუ ხშირ შემთხვევაში გადახდისუუნაროა - ქირის გადახდის საკითხიც რთულდება. შესაბამისად ქონებრივი რესურსის არ არსებობის გამო შეიძლება დაკისრებული ქირის გადასახადიც დამქირავებლისაგან ვერ იქნეს ამოღებული.

 

სააღსრულებო პროცედურის დასრულების შემდგომ შესაძლებელია უძრავი ქონება დაგიბრუნეთ, მაგრამ ამას დიდი დროის რესურსი და ხარჯი სჭირდება.

 

თუ ბინაში იქნება ისეთი ადამიანი შესახლებული, რომელსაც სხვა დამატებითი სტატუსი აქვს, ეს მესაკუთრისთვის ცხადია დამატებით პრობლემის საფუძველი შეიძლება გახდეს“, - განმარტავს იურისტი.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up