რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო დოკუმენტი განახლდა

რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო დოკუმენტი განახლდა

access_time2021-11-06 10:30:43

რუსეთისა და ბელარუსის ლიდერებმა სამოკავშირეო სახელმწიფოს საინტეგრაციო დეკრეტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ინტეგრაციის გაღრმავებას, რაც საკავშირო სახელმწიფოს შექმნის მრავალწლიანი გეგმის ნაწილია. შეთანხმება მთლიანობაში ინტეგრაციის 28 “პროგრამას” ითვალისწინებს.

დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ და მარეგულირებელ საკითხებზე, მათ შორის გადასახადების, საბანკო, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროებში. გარდა ამისა, ლიდერებმა ერთობლივი სამხედრო დოქტრინაც დაამტკიცეს. საუბარი არ ყოფილა პოლიტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

4 ნოემბერს ლუკაშენკოსთან სატელევიზიო შეხვედრის დროს პუტინმა ბელარუსის მხარდაჭერის პირობა დადო.

“ერთად ვეწინააღმდეგებით სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერ მცდელობას და რუსეთი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს მოძმე ბელარუსი ხალხის დახმარებას”,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ლუკაშენკომ პუტინს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“უპრეცედენტო საგარეო ზეწოლა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ძლიერ გამოცდად იქცა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გამოცდა ჩავაბარეთ",- განაცხადა ლუკაშენკომ.


პროექტი იქნება მთავარი ნაბიჯი ორი ქვეყნის ეკონომიკისა და პოლიტიკური სტრუქტურების გაერთიანებისაკენ, მაგრამ ეს შეარყევს ბელარუსის სუვერენიტეტს, რასაც ლუკაშენკო მრავალი წლის განმავლობაში ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად ამისა, ავტორიტარი ლიდერი სულ უფრო იზოლირებული ხდება საერთაშორისო საზოგადოების უმეტესი ნაწილის მიერ.

ბელორუსის ოპოზიციამ და დასავლეთმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებული უწოდეს. არჩევნებმა ხანგრძლივი ქუჩის პროტესტი გამოიწვია, რომელიც სასტიკად ჩაახშეს ბელარუსის უსაფრთხოების ძალებმა. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა არ აღიარეს ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტად და დააწესეს სანქციები პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიებისთვის.

იზოლირებული ლუკაშენკო დაუახლოვდა რუსეთს, ითხოვდა სესხებს და სამხედრო დახმარებას პუტინისგან.

დევნილობაში მყოფმა ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ ლუკაშენკოს აღარ აქვს უფლება, ხელი მოაწეროს ასეთ დოკუმენტებს და რომ ხალხმა არაფერი იცოდა მისი დეტალების შესახებ.


წყარო: "ბიზნეს ფორმულა"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up