რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება - რა ელის საქართველოს ეკონომიკას გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე

რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება - რა ელის საქართველოს ეკონომიკას გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე

access_time2022-02-08 15:00:52

რუსეთ-უკრაინას შორის პიკს მიღწეულმა დაძაბულობამ გლობალურ ეკონომიკას, განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობას და ინვესტიციებს  სერიოზული საფრთხე შეუქმნა. გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება, სადაც ამ ფაქტორებთან ერთად, დიდი ნეგატიური გავლენა მოსალოდნელია ფულადი გზავნილების მიმართულებითაც. როგორც ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ ხომერიკი ,,კომერსანტთან“ განმარტავს, მოსალოდნელია ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების კლება, ასევე საფრთხე შეექმნება ექსპორტს, განსაკუთრებით უკრაინის ბაზარზე, შეიძლება, რაოდენობრივად იკლოს, ხოლო პროდუქცია გაძვირდეს.

 

 

,,მიუხედავად იმისა, რომ  მიახლოებითი მონაცემით, ას ტრილიონს გადააჭარბა 2021 წლის მსოფლიო ეკონომიკამ და განსაზღვრული ზრდა იყო (ზოგან მეტი,  ზოგან  -  ნაკლები), მაგრამ მთელ მსოფლიოში გამოწვევად რჩებოდა მაღალი ინფლაცია.  მართალია, იზრდება წარმოებული პროდუქცია, მაგრამ მოცულობით მონაცემებში ნაკლებად, ვიდრე ეს ფულად მაჩვენებლებშია გამოხატული. ამავე დროს, დიდი რყევებით ხასიათდება განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების ვალუტები. პრობლემა შეექმნა თურქულ ლირასაც,  ფაქტობრივად მსყიდველობითი უნარი დაკარგული აქვს და ქვეყნის  ინფლაციაც მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა,  რასაც ეკონომიკურმა პოლიტიკამაც შეუწყო ხელი.  2 წელიწადში თურქეთმა  ეროვნული ბანკის 3 მმართველი და 1 ფინანსთა მინისტრი შეცვალა, მაგრამ შედეგით მაინც ვერ დაიკვეხნის, თუმცა ახლა თურქეთის პრეზიდენტმა დადო ახალი ეკონომიკური პაკეტი და ვნახოთ, როგორ იმუშავებს. თურქეთის მაგალითი  იმიტომ მოვიყვანე, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, უახლოესი მეზობლები რა მდგომარეობაშიც არიან,  ეს ვითარება ქართულ ეკონომიკაზეც დიდ გავლენას ახდენს. ლარი კი გამყარდა, მაგრამ ძირითადი საქონლური ჯგუფების ფასებზე ეს არ ასახულა - არადა კურსის ვარდნა მყისიერად წევს ფასებს, რომელიც მერე იშვიათად იკლებს“, - ამბობს თემურ ხომერიკი.

 

ეკონომისტი აქცენტს აკეთებს საქართველოში დაფიქსირებულ ინფლაციაზეც და იმ მიღწევებზე, რაც ქვეყნის ეკონომიკამ 2021 წელს განიცადა, ასევე დიდი გლობალური მასშტაბითაც, რამაც თამაშის წესები შეცვალა.

 

,,დიდი ქვეყნების  ჯახმა მსოფლიო წესრიგი შეცვალა, ესაა ჩინეთი და ამერიკა, რომლებიც დიდი ეკონომიკის ქვეყნებს წარმოადგენენ. ევროპის გამოწვევას დაერთო რუსეთის აქტიურობა  როგორც შუა აზიაში, ასევე ამიერკავკასიაში და უკვე უკრაინასთან პირდაპირ საბრძოლო მზადყოფნა. ლოკალური დაძაბულობა რომ არ ყოფილიყო, ისედაც რთულ გარემოში უხდება ქართულ ეკონომიკას წინსვლა. კარგია, რომ  გადაიდგა დადებითი ნაბიჯი, პირველად მილიარდს გადააჭარბა ქვეყნიდან გატანილმა  აგრო პროდუქციამ,  პირველად ჩვენ სავაჭრო ბრუნვის წილი ეკონომიკაში გაგვეზარდა და 14 მილიარდ ლარს მიაღწია.  ასევე პირველად ექსპორტი ძალიან სოლიდური გახდა.  ეკონომიკის 10,6%-იანი ზრდა დიდწილად  გამოწვეულია 2020 წელთან შედარებით,  როცა ვარდნა იყო, მაგრამ 3%-ზე მეტია ზრდა 2019 წელთან  შედარებითაც.  თუმცა ეს არ იყო ინკლუზიური ზრდა და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ისევ სახელმწიფოს მწირი დახმარებების იმედადაა პანდემია/ ზამთრის პერიოდში, მით უფრო ენერგომატარებლებზე ფასები აღმავალი ტრენდით ხასიათდება და ეს აძვირებს ზოგადად ცხოვრებას.  მით უფრო რომ დასაქმება არ გაზრდილა არსებითად და  არც შემოსავლები“,  - აღნიშნავს ხომერიკი ,,კომერსანტთან“.

 


რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს, პანდემიის გამო ლოგისტიკის ჯაჭვი ისედაც ვერ აეწყო და თუ კიდევ ერთხელ გადაეწყობა, უკვე რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის გამო, სერიოზულ  პრობლემას გამოიწვევს, რასაც  მოჰყვება სანქციები რუსეთის მიმართ, რომლებსაც ევროპა და აშშ გეგმავენ. 

 

,,მცირე  ბიზნესებს, ასევე რამდენიმე  წარმოებას  სათადარიგო ნაწილებიც კი შემოჰქონდათ  უკრაინიდან.  ამ მიმართულებით  გადის ჩვენი სასუქები, ექსპორტის მნიშვნელოვანი წილი უჭირავს სპირტიან და ღვინომასალებს,  რაც შეეხება იმპორტ-ექსპორტში ფერადი ლითონების და ფეროშენადნობების ზრდას, ეს რეექსპორტი უფროა, რადგან ჩვენ ლითონი შემოგვაქვს და მერე გამდიდრებული გაგვაქვს ფეროშენადნობის სახით, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი შემოსავალია და კარგია, ისევე როგორც მნიშვნელოვანი წილი აქვს ექსპორტში მსუბუქ ავტომობილებს.  მათ შორის, ამ დაძაბულობის პირობებში, თუ უფრო  გაღრმავდება, მთელი ჯაჭვი გაწყდება და ადამიანები, რომლებსაც  მსუბუქი ავტომობილები შემოჰყავთ და ვერ გაიყვანენ უკრაინაში, ეს ბიზნესიც ჩავარდება. ამასთან, ხორბალი, ნავთობპროდუქტები, ზეთი და სხვა,  რაც რუსეთიდან შემოდის,  იმპორტი საფრთხეში აღმოჩნდება. მართალია, ალტერნატიული ბაზრები მოიძებნება, მაგრამ ეს ჩავარდნას გამოიწვევს, პანდემიის გამო ლოგისტიკის ჯაჭვი ისედაც ვერ აეწყო და წარმოიდგინეთ,  კიდევ ერთხელ გადაწყობა, რა პრობლემას გამოიწვევს.  ნურც იმას დავივიწყებთ, რომ  რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები რა თანხასაც გზავნიან საქართველოში, ეს ამდიდრებს ეკონომიკას,  ამიტომ თუ ვალუტის შემოდინება მოიკლებს,  ესეც ნეგატიურად იმოქმედებს  ფინანსურ სექტორის მდგრადობაზე. ასე რომ, რუსეთის და უკრაინის  გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე  მნიშვნელოვანია. ამდენად, გლობალური ტენდენციები ისედაც ბევრ გამოწვევას აჩენს ჩვენს წინაშე, მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.  სავაჭრო პარტნიორებში აღმავალი ეკონომიკა თუ იქნება, გავლენა აქაც ექნება. ცუდი მეზობელი შეიძლება გვყავდეს, მაგრამ ამას ვერ შევცვლით, გვინდა თუ არა, ეკონომიკურ ურთიერთობებსაც უნდა გავუფრთხილდეთ და  აწყობილი კავშირები როგორმე უნდა შევინარჩუნეთ“, - დასძენს თემურ ხომერიკი  ,,კომერსანტთან“.


როგორც ეკონომისტი  აღნიშნავს, მოსალოდნელი სანქციები რუსეთის მიმართ, ბლოკებად მსოფლიოს გადაჯგუფება, ასევე მილიტარისტული რელსებზე ეკონომიკების გადაყვანა ჩვენნაირ მცირე ეკონომიკის ქვეყნებზე მეტ ნეგატივს იქონიებს. მით უმეტეს, რომ მშვიდობამ შეინარჩუნა ჩვენი იმპორტდამოკიდებული და ვალებით მომუშავე ეკონომიკა, თუმცა სოციალური ფონი კვლავაც მძიმეა.

 

შეგახსენებთ, რომ  უკრაინის საზღვრებთან სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. ქვეყნის ჩრდილოეთით შეიქმნა ახალი სავარაუდო ფრონტი თავდასხმისთვის. ამის ფონზე რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ამავდროულად კი დასავლეთი მკაცრი ეკონომიკური სანქციებით იმუქრება. ბოლო ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული.


აშშ-ის თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას რამდენიმე დღეში ან რამდენიმე კვირაში. 

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up