კომპანიამ „კეთილი და პატიოსანი“ 600 000 უკვე იზარალა – უკრაინაში რუსული აგრესიის გვერდითი ეფექტები

კომპანიამ „კეთილი და პატიოსანი“ 600 000 უკვე იზარალა – უკრაინაში რუსული აგრესიის გვერდითი ეფექტები

access_time2022-03-15 11:00:17

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ და ამის გამო ლოგისტიკურმა თუ იმპორტ-ექსპორტზე წარმოქმნილმა პრობლემებმა, ქართული დასალევი ხილ-ბოსტნეულის კომპანიას „კეთილი და პატიოსანი“ პრობლემები შეუქმნა. როგორც „ქართული აგრო პროდუქტის“  დირექტორმა გიორგი ახალაძემკომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, თებერვლის ბოლოს მოსკოვში დიდი გამოფენა იგეგმებოდა, სადაც მონაწილეობას „კეთილი და პატიოსანიც“ იღებდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო  რუსულ ბაზარზე დაახლოებით მილიონი ბოთლის რეალიზაცია ვერ მოხერხდა.


„თებერვალში მოსკოვში დიდ გამოფენაში ვიღებდით მონაწილეობას, იყო დაინტერესებები და წინასწარი მოლაპარაკებები, ახლა ყველაფერი გაჩერდა, ანგარიშსწორებას ისინი ვეღარ გააკეთებენ და შესაბამისად ჩვენც ვერ გავგზავნით პროდუქციას. საუბარია მილიონ ბოთლზე, ზარალის ოდენობა 600 000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ალტერნატიულ ბაზარს, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები გვაქვს საფრანგეთთან, გერმანიასთან, აშშ-სთან, პოლონეთთან“, - აღნიშნა გიორგი ახალაძემ.


მისივე თქმით, პრობლემა მხოლოდ რუსეთთან ექსპორტის შეფერხებაში არ მდგომარეობს, „კეთილი და პატიოსანისთვის“ ბოთლები რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდიოდა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო ორივე მხარე გაჩერებულია. ახალაძის თქმით, მოლაპარაკებებს თურქულ კომპანიასთან აწარმოებენ, თუმცა იმ ბოთლებზე გადაწყობა, რომელსაც თურქეთის ბაზარი სთავაზობს, დროში გაწელილი პროცესია.



„ჩვენ ბოთლი და საცობი ხან უკრაინიდან, ხან რუსეთიდან შემოგვქონდა, ახლა ორივეგან პრობლემაა, საცობის ჩანაცვლება შედარებით მარტივია და ბოთლი რთული საკითხია, ჩამომსხმელი ხაზი ამ ბოთლზე ეწყობა, ახლა ისეთი ალტერნატიული ბოთლი უნდა მოიძებნოს, რომელიც ფორმაში არსებულისგან დიდად განსხვავებული არ იქნება, ყველა ბოთლს სხვადასხვა დიამეტრი აქვს, ეს დროს წაიღებს, და რამდენს, არ ვიცი, ბოთლის იმ მწარმოებლებსაც, ვისთანაც ჩვენ კონტაქტის დამყარებას ვცდილობთ, თავისი საწარმოო გეგმაში არ ვყავართ გათვალისწინებული, პირველ რიგში როგორმე იქ უნდა ჩავჯდეთ და მოკლედ დიდი დისკომფორტი გვაქვს გადაწყობის პროცესში და დაახლოებით 2-3 თვეს წაიღებს. მარაგები მხოლოდ არსებული ბაზრისთვის და საქართველოსთვის მაქვს, ბოთლის ჩამოტანაც არ არის მარტივი პროცესი.

ამ ეტაპზე თურქეთი მოვძებნეთ, ცოტა განსხვავებული 250–გრამიანი ბოთლებია, თუმცა ჩვენის მსგავსია, ვესაუბრებით სომხეთსაც, სომხეთში ბოთლების კარგი პოტენციალია და ვფიქრობთ თანამშრომლობაზე, მაგრამ ისეთი ქვეყანაც გვინდა, რომ რისკები ცოტა იყოს, უკრაინიდან გამოხვიდე და ისეთ ქვეყანაში შეხვიდე, სადაც შეიძლება, რომ პოტენციურად კონფლიქტი განვითარდეს და წარმოება შეფერხდეს, ეგრეც არ არის, ძალიან შორიდანაც ბოთლს ვერ ჩამოიტან, თორემ არის ინდოეთის ვარიანტიც, მაგრამ ტრანსპორტირება იმხელა დროსთან და თანხასთან არის დაკავშირებული, რომ თვითონ ბოთლი ძალიან ძვირდება.

ჩვენ ბოთლს ორი წლის განმავლობაში ვარჩევდით და კომპრომისზეც მოგვიწია წასვლა და შეფუთვაც შეიცვალა, ზაფხულში ახალი მარწყვის გემოს ჩამოსასხმელად ვემზადებოდი, მაგას კიდევ სპეციფიკური ბოთლი სჭირდებოდა უფრო მაღალყელიანი და განსხვავებულია, ამ კონფლიქტის გამო ძალიან ავირიეთ. რთული პერიოდია არა მარტო ჩემთვის, ჩემ კოლეგებსაც სხვადასხვა სფეროში ასე დაემართებოდათ“, – განმარტა გიორგი ახალაძემ.


კეთილი და პატიოსანი გურჯაანის რაიონში სოფელ ჩუმლაყში ქართული აგრო პროდუქტის საწარმოში მზადდება. ის ბაზარზე  2020 წლის ზაფხულში 6 გემოთი გამოჩნდა, მიმდინარე  წელს  კომპანიამ ახალი გემო მარწყვის, ჩიას და ვაშლის ნაზავი დაამატა, რომელსაც ახალაძის თქმით ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, გაზაფხულიდან კეთილი და პატიოსანის გემოებზე ციტრუსი და ჭარხალი იგეგმება.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up