ზოგიერთი მონაცემით, რუსეთ-უკრაინის ომს უკვე 125 000 რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. ზოგჯერ დაღუპულების ოჯახებს დაკრძალვის ორგანიზებისთვის სესხის აღება უწევთ. რუსების მასშტაბურ მსხვერპლს კუბოებისა და დამკრძალავი ბიუროების ბიზნესის განვითარება მოჰყვება. მაგალითად მოსკოვში გამართულ პროფილურ გამოფენაზე Necropolis-2022 წარმოდგენილი იყო ისეთი სიახლე, როგორიცაა კუბოები ნახევრად ღია სახურავით.
სიახლეები ბაზარზე - კუბოები ნახევრად ღია სახურავით. Necropolis-2022-ზე არა მხოლოდ მათი ნახვა, არამედ „გამოცდაც“ შეიძლებოდა.
უკრაინაში მოკლული ჯარისკაცების სხეულებზე ჭრილობების გამო, რუსეთში ცხედრების კოსმეტიკური მომსახურებაც ძალიან პოპულარულია.
„თავიდან ძირითადად იყო ტყვიით მიყენებული, ხშირად სნაიპერული ჭრილობები. შემდეგ იყო დიდი კალიბრის ჭრილობები. მოგვიანებით უკვე მრავლობითი ნაღმტყორცნებიდან და ნამსხვრევებით მიყენებული დაზიანებები. შემდეგ კი დაიწყო სარაკეტო თავდასხმების შედეგები, ”- განუცხადა Insider-ს თანატოკოსმეტოლოგმა მაქსიმ კოლესოვმა. როგორც ირკვევა ის ზოგჯერ 12 საათს ხარჯავს ტრავმის კვალის დასაფარად.
რაც შეეხება სიმბოლოებს Z და V, ისინი არც თუ ისე პოპულარულია ჯარისკაცების დაკრძალვებზე. დაღუპულთა ახლობლებს ატრიბუტებად წმინდა გიორგის ლენტები ურჩევნიათ, - წერს გამოცემა.