ომის მიუხედავად უკრაინა მაინც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია

ომის მიუხედავად უკრაინა მაინც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია

access_time2022-08-05 14:00:27

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველო-უკრაინას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტემპი შემცირებულია, თუმცა უკრაინა მაინც საქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა.



საქსტატის მონაცემებით, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის იანვარ-ივნისში 212,576 მლნ დოლარს მიაღწია, რაც 2.5%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ზრდა ძირითადად იანვარ-თებერვალში ქვეყნებს შორის არსებულმა მზარდმა სავაჭრო ურთიერთობებმა განაპირობა.



საინტერესოა, როგორ შეიცვალა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობა და რა სახის პროდუქციით ვაჭრობს საქართველო და უკრაინა.



რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-ივნისის პერიოდში საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვამ 95 928 490 დოლარი შეადგინა, რაც 2,57-ჯერ ნაკლებია 2021 წლის მარტი-ივნისთან შედარებით.




აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 116 647 920 დოლარი შეადგინა, წლიურმა ზრდამ ამ პერიოდში 40.11%-ს მიაღწია, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ უკრაინასთან ჯერ კიდევ შენარჩუნებულია გარკვეული ზრდა.



მარტი-ივნისში საქართველოში უკრაინიდან 56 670 240 დოლარის იმპორტი განხორციელდა, მაჩვენებელი განახევრებულია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (111 374 540 დოლარი). 2,5-ჯერ არის შემცირებული ექსპორტიც 97 962 890 დოლარიდან 39 321 250 დოლარამდე.



ომის დაწყებიდან (მარტი-ივნისი) უკრაინიდან პროდუქციის იმპორტის უმეტესობა განხორციელდა საავტომობილო საშუალებით - ამ გზით განხორციელდა 54 841 730 დოლარის ღირებულების ტვირთის იმპორტი.



საქართველოში უკრაინაში კი პროდუქციის ექსპორტის უმეტესობა განხორციელდა საზღვაო საშუალებით. მარტი-ივნისში საზღვაო საშუალებებით საქართველოდან უკრაინაში გავიდა 28 996 660 დოლარის ღირებულების ტვირთის ექსპორტი.



რაც შეეხება საექსპორტო პროდუქციას, 2022 წლის იანვარ-ივნისში 32 640 260 დოლარით მსუბუქი ავტომობილები ლიდერობს, ისევე როგორც 2021 წლის იანვარ-მაისში, თუმცა მაჩვენებელი რა თქმა უნდა შემცირებულია 44 977 820 დოლარიდან. მეორე ადგილზე 2022 წლის იანვარ-ივნისში აზოტოვანი სასუქებია, 2021 წლის იანვარ-ივნისში კი 19 430 510 ალკოჰოლური სასმელები იყო, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი უკრაინაში 9 668 900 დოლარამდე შემცირდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up