გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტიერეში, რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხეზე საუბრობს. როგორც ის „ტვიტერზე" წერს, უკრაინაში ომმა უკვე დაარღვია პროდუქციის მიწოდების ჯაჭვი.
„უკრაინაში ომმა უკვე დაარღვია პროდუქციის მიწოდების ჯაჭვი და იწვევს ფასების სწრაფ ზრდას საწვავზე, საკვებ პროდუქტსა და ტრანსპორტზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი რათა შევაჩეროთ შიმშილის ქარიშხალი და საკვები პროდუქციის სისტემის კრახი“,- განაცხადა გუტიერეშმა.
The war in Ukraine is already disrupting supply chains and causing the prices of fuel, food and transport to skyrocket.
— António Guterres (@antonioguterres) March 19, 2022
We must do everything possible to avert a hurricane of hunger and a meltdown of the global food system.