რუსეთ-უკრაინის ომის გამო ხორბალი ძვირდება. არსებობს თუ არა გამოსავალი?

რუსეთ-უკრაინის ომის გამო ხორბალი ძვირდება. არსებობს თუ არა გამოსავალი?

access_time2022-03-31 20:30:00

ხორბლის გაძვირების ფონზე ბევრ ქვეყანაში შიმშილიანობის დაწყების შიში მატულობს. ამის მიზეზი არის ის, რომ მარცვლეულის ძირითადი მიმწოდებელი ქვეყნები რუსეთი და უკრაინა არიან. შეუძლია თუ არა ევროკავშირს მათი ჩანაცვლება, რათა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები შეამსუბუქოს?- ამ კითხვაზე პასუხი Deutsche Welle-მ მოიძია.


რა ხდება?


დავიწყოთ კარგი ამბით: მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნამდვილად მოჰყავთ იმდენი ხორბალი, რომ დედამიწის მოსახლეობის გამოკვება მოხერხდეს. ცუდი ამბავი ის არის, რომ ხორბალი სულ უფრო და უფრო ძვირდება და ის არ მოჰყავთ იქ, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა. რუსეთის ხელისუფლების მიერ ხორბლის, ქერისა და ჭვავის ექსპორტის დროებითი (ივნისის ბოლომდე) აკრძალვის შემდეგ, მარცვლეულის ფასები კვლავ გაიზარდა, რამაც შიმშილიანობის დაწყების შიში გაამძაფრა.


„მარცვლეული, როგორც იარაღი“


„რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის ნაწილობრივი აკრძალვით, ვლადიმერ პუტინი იყენებს მარცვლეულს, როგორც იარაღს და საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას, განსაკუთრებით - სამხრეთის ღარიბ ქვეყნებში“, - ამბობს მარტინ ჰოისლინგი. ის არის გერმანიის მწვანეთა პარტიიდან ევროპის პარლამენტის წევრი და ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში. ჰოისლინგის თქმით, რუსეთი მსოფლიოს ახალი, აქამდე სრულიად უცნობი გამოწვევის წინაშე აყენებს.


გერმანიის ეკონომიკისა და ექსპორტის კონტროლის ფედერალური სამსახურის მონაცემებით, მსოფლიოში ხორბლის წარმოების 11,5%-ი უკრაინაზე მოდის, 16,8%-ი კი - რუსეთზე. რაც შეეხება სიმინდს, მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის ამ კულტურის ექსპორტის 17%-იანი წილი უკრაინას ეკუთვნის. ამავდროულად, რუსულ და უკრაინულ მარცვლეულზე დამოკიდებულება მხოლოდ აფრიკის ან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებით არ შემოიფარგლება. ის ეხება ისეთ სახელმწიფოებსაც, როგორიცაა თურქეთი, ინდოეთი და ჩინეთი.


მთავარი მყიდველები - თურქეთი და ჩინეთი


16 მარტს გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის მოხსენება გამოქვეყნდა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, რუსეთიდან და უკრაინიდან იმპორტირებული ხორბლის, სიმინდის, ქერის, რაფსისა და მზესუმზირის ზეთის წილი თურქეთის შემთხვევაში 25,9%-ს შეადგენს, ჩინეთისთვის - 23%-ს და ინდოეთისთვის - 13%-ს.


აღნიშნული მოხსენება ასახავს ფაქტორების დამანგრეველ კომბინაციას, რაც სახიფათო სცენარის სრული კულმინაციისკენ მიდის. ეს იმას ნიშნავს, რომ მარცვლეულის, ელექტროენერგიისა და ტრანსპორტის ფასების ზრდა, მარცვლეულის მარაგის არ არსებობა და კოროვირუსული პანდემია მილიონობით ადამიანისთვის საკვების მიწოდებას საფრთხეს უქმნის, რაც შიმშილიანობისა და ინფლაციის რისკს ზრდის.



შეუძლია თუ არა ევროკავშირს თვითმომარაგება?


გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის ქვეყნებს მარცვლეულის მარაგი შევსებული აქვთ, სასურსათო კრიზისმა განსაკუთრებით მძიმედ დააზარალა ქვეყნები, სადაც ეკონომიკური პრობლემები ისედაც იყო. „ბევრგან, უბრალოდ, რეზერვები არ დარჩა. თუ ფასები ისევ მოიმატებს, საკომპენსაციოდ ხალხს უკვე აღარაფერი დარჩება“, - განმარტავს DW-სთან ინტერვიუში Deutsche Welthungerhilfe-ს სპიკერი სიმონე პოტი.


გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, კოროვირუსული პანდემიის პირველ წელს (2020 წელი), მსოფლიო ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტები, წინა წელთან შედარებით, 31%-ით მეტი ღირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი პანდემიის პირობებში მისი შენახვის ღირებულება იყო.


სიტუაციის ასე განვითარება განსაკუთრებით აფრიკის ბევრი ქვეყნის მოსახლეობას აზარალებს. ”მოკლევადიან პერიოდში რუსეთიდან და უკრაინიდან იმპორტის შიდა აფრიკული ვაჭრობით ჩანაცვლების შანსი ძალიან მცირეა. ამის მიზეზია დაბალი მიწოდება, ცუდი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მარაგის შესანახად საჭირო საცავების არასაკმარისი რაოდენობა”, - ნათქვამია UNCTAD-ის ანგარიშში.


საწვავის ფასების ზრდა სასურსათო პროდუქტს აძვირებს


სიმონე პოტის თქმით, სიტუაცია არც ისე კრიტიკული იქნებოდა, მეტი ხორბალი რომ მოჰყავდეთ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სომალი, ბენინი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ტანზანია და სენეგალი. "საწვავისა და ელექტროენერგიის ფასების მატებასთან ერთად, საკვების ბაზარზე გატანა ან მისი დაბალ ტემპერატურაზე შენახვა უფრო ძვირი ჯდება. ამიტომაც ამ ქვეყნებში სურსათის ფასების რყევები უკიდურესად დიდია", - აღნიშნავს პოტი.


Deutsche Welthungerhilfe-ის მიერ სხვადასხვა პროექტის მონაწილე მხარეთა გამოკითხვა აჩვენებს, თუ რამდენად იმოქმედა კრიზისმა ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. მაგალითად, ბანგლადეშში მცენარეული ზეთი 42%-ით, ხორბალი კი 39%-ით გაძვირდა. ზიმბაბვეში კი ერთი ლიტრი საწვავის ფასმა 1,30-დან 1,75 დოლარამდე მოიმატა.


იმავდროულად, დასავლეთ აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება უკვე ცდილობს, საპასუხო ზომების მიიღოს. კერძოდ, სენეგალმა და კოტ-დივუარმა რაფინირებულ პალმის ზეთზე, შაქარზე, რძეზე, ბრინჯზე, ტომატის პასტაზე, საქონლის ხორცსა და მაკარონზე სამთვიანი ვადით კონკრეტული ფასები დააწესეს. გარდა ამისა, სენეგალის მთავრობამ 76,2 მილიონი ევროს ღირებულების დამატებითი სუბსიდია გამოუყო ადგილობრივ ფერმერებს, რომელთაც ბრინჯი მოჰყავთ.


„ევროკავშირი უნდა ჩაერიოს“


„სურსათი ჯერ კიდევ იწარმოება იმ რაოდენობით, რომ მთელი მსოფლიოს მოსახლეობა იკვებებოდეს. თუმცა ეს არ ხდება იქ, სადაც ხალხს ის სასწრაფო წესით ესაჭიროება,“ - ამბობს Deutsche Welthungerhilfe-ის წარმომადგენელი სიმონე პოტი. სასურსათო კრიზისი აჩვენებს, რომ ქვეყნები, რომლებიც რუსულ და უკრაინულ იმპორტზე ძლიერ არიან დამოკიდებულნი, საკუთარი სოფლის მეურნეობის წარმოებასა და დარგის განვითარებაში ინვესტიციებს არ ახორციელებენ. ”ასე რომ, მე ვისაუბრებდი არა საკვების ნაკლებობაზე, არამედ- სასურსათო კრიზისზე”, - განმარტავს პოტი.


თავის მხრივ, გერმანიის მწვანეთა პარტიიდან ევროპის პარლამენტის წევრი მარტინ ჰოისლინგი ითხოვს, რომ სიტუაციაში ევროკავშირი ჩაერიოს და ღარიბი ქვეყნებისთვის მარცვლეულის მიწოდების უკრაინული წილი თავად შეავსოს. "ევროკავშირი სოფლის მეურნეობის ბევრ სფეროში თვითმომარაგებას 100%-ზე მეტით ახერხებს და ნეტო- ექსპორტიორია. ჩვენს ქვეყანაში ფუნთუშები ოდნავ ძვირდება, სხვაგან კი საკვების ნაკლებობის გამო ხალხი იხოცება", - ასკვნის ჰოისლინგი.


წყარო: imedinews.ge


თეგები:
ხორბალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up