რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება გაჭირდება - ლადო პაპავა

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება გაჭირდება - ლადო პაპავა

access_time2022-03-12 13:23:39

„დღევანდელი გადასახედიდან ვერ გეტყვით, რომ რუსეთში მიმდინარე სავალუტო-ფინანსური კრიზისის (რომელიც აუცილებლად გადაიზრდება ეკონომიკურ კრიზისში) ფონზე საქართველოში 2022 წელს ეკონომიკური კრიზისი დაიწყება, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება კი აშკარად გაჭირდება“. ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი 1998 წლის რუსეთის სავალუტო კრიზისამდე იყო, რომლის შემდეგ მას პირველობაში თურქეთი „ეცილებოდა“. პირველ-მეორე ადგილებზე ამ ქვეყნების მონაცვლეობა გაგრძელდა 2006 წელს საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის მიერ სასურსათო აკრძალვების შემოღებამდე.

დღეისათვის რუსეთი საქართველოს საგარეო-სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა. ძნელი სათქმელია, რომ რუსულ ბაზრებზე ქართული პროდუქციის დაბრუნება შეცდომა იყო. ჩემი აზრით შეცდომა ის იყო, რომ აქცენტი მხოლოდ ამ დაბრუნებაზე კეთდებოდა, რადგანაც რუსულ ბაზარზე ხარისხის მოთხოვნა ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ეს ევროსტანდარტებითაა გათვალისწინებული.

ფაქტია, რომ რუსეთში უკვე დაიწყო სავალუტო კრიზისი და რუბლის ნახტომისებური გაუფასურების ფონზე რუსეთის ბაზრებზე საქართველოდან პროდუქციის შეტანა ყოველგვარ აზრს კარგავს. თანაც მოსკოვმა აკრძალა სავალუტო გადარიცხვები, რაც რუსეთში მიღებული შემოსავლების რეპატრიაციას უცხო ქვეყნის ბიზნესმენებისთვის შეუძლებელს ხდის.

იმავე მიზეზით შეუძლებელი გახდება რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების განხორციელება. მართალია, ბოლო პერიოდში ფულადი გზავნილების ჯამურ ოდენობაში რუსეთის წილი 15-დან 20 პროცენტამდე (შედარებისთვის 2008 წლეს ეს მაჩვენებელი სულ ცოტა 3-ჯერ მეტი იყო) მერყეობადა, მაგრამ ეს მაინც დიდი ოდენობაა.


გასათვალისწინებელია აგრეთვე რუსეთიდან და უკრაინიდან ტურისტული ნაკადების შემცირებაც. ყოველივე ეს კი აისახება ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებაზე, რაც აგრერიგად მნიშვნელოვანია ლარის სტაბილურობისთვის.

2021 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის უნდა ჩაითვალოს წარმატებულად, რადგანაც ჯერ კიდევ პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობამ მიაღწია საქართველოს ეკონომიკის 10,5 პროცენტიან ზრდას.

დღევანდელი გადასახედიდან ვერ გეტყვით, რომ რუსეთში მიმდინარე სავალუტო-ფინანსური კრიზისის (რომელიც აუცილებლად გადაიზრდება ეკონომიკურ კრიზისში) ფონზე საქართველოში 2022 წელს ეკონომიკური კრიზისი დაიწყება, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება კი აშკარად გაჭირდება,“-განაცხადა პაპავამ.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up