„ლოპოტა სპა რეზორტი“: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ბრუნვაზე და 5 კორპუსის რენოვაცია

„ლოპოტა სპა რეზორტი“: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ბრუნვაზე და 5 კორპუსის რენოვაცია

access_time2022-04-29 12:00:02

რუსეთ-უკრაინის ომმა პრობლემები საქართველოში არაერთი მიმართულებით შექმნა. დიდი ალბათობით, ომი საქართველოს ტურიზმის სექტორზეც აისახება. რა გავლენა მოახდინა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ ტურიზმის მიმართულებაზე და რამდენად დაეტყო ეს ჯავშნებს, ამ და სხვა კითხვებით „კომერსანტი“  „ლოპოტა სპა რეზორტის“კომერციული დირექტორს მაკა ღლიღვაშვილს დაუკავშირდა.


მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო მარტში და აპრილში  ტურისტული ნაკადები ძალიან შემცირებული იყო.

 

„რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ტურისტების რაოდენობაზე აისახა, რაც განსაკუთრებით მარტში და აპრილში იყო შესამჩნევი. რუსეთ–უკრაინის ომმა  ფაქტობრივად  ყველა  ის  ჯგუფი  გააუქმა,  რომელიც  საზღვარგარეთიდან მოდიოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მარტი და აპრილი აქტიური ტურისტული პერიოდი არ  არის და დიდი ნაკადები უფრო მაისიდან იწყება, მაისი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე კარგად მიდის.

 

პანდემიამ მომხმარებელთა ქცევა შეცვალა, დიდი ხნით ადრე ჯავშნებს აღარ აკეთებენ, ძირითადად ბოლო პერიოდისკენ ჯავშნიან, ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, მაისის ჯავშნები კარგად დაიწყო, ვნახოთ რა იქნება“, - აღნიშნა მაკა ღლიღვაშვილმა.

 

კომერციული დირექტორის თქმით, მას შემდეგ, რაც 2019 წელს ფრენები გაუქმდა, რუსული ბაზარი ისედაც შემცირებული იყო და „ლოპოტა სპა რეზორტი“ რუსეთზე გათვლას ისედაც არ აკეთებდა, თუმცა რაც  შეეხება უკრაინას, ეს კონტინგენტი ომის დაწყების შემდეგ ფაქტობრივად განულდა.

 

„მას  შემდეგ, რაც 2019 წლის ივნისის მერე  ფრენები გაუქმდა, რუსული ბაზარი  ისედაც  ძალიან  შემცირებულია,  რომ  გითხრათ წელს რუსულ  ბაზარზე  რამე  გათვლას ვაკეთებდით – ნაკლებად. რაც შეეხება  უკრაინას, ეს კონტინგენტი წინა პერიოდებში საკმაოდ აქტიური იყო, ფაქტობრივად განულებულია, თუ  არ  ჩავთვლით  საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსული უკრაინელების ნაწილს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და აქვე მოგზაურობენ.


ასე ვთქვათ, დსთ-ის სივრცე მაქსიმალურად შემცირებულია,  გარკვეული  ნაკადები  გვაქვს ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, თუმცა  ესეც  არ  არის  ძალიან  დიდი,  ევროპა  აღმოსავლეთის მხრიდან უფრო გააქტიურებულია,  შედარებით ნაკლებია  დასავლეთ ევროპა, მაგრამ ესეც უფრო მაისისკენ. რაც შეეხება არაბულ ბაზარს, თავისთავად აქტიურია, თუმცა აპრილში ეგეც  არ გვყავდა, რადგან რამადანის პერიოდი ჰქონდათ და არ მოგზაურობდნენ. მაგ დროს ძირითადად ჩვენც და ზოგადად სექტორიც შიდა ტურიზმით არის დაკავებული. ძირითადად ჩამოდიოდნენ  თბილისიდან, როგორც კორპორაციული, ასევე ინდივიდუალური დამსვენებლები.

 

მაისიდან უკვე ვხედავთ აქტიურ ჯავშნებს სხვადასხვა  ქვეყნიდან, ვერ გეტყვით, რომ  ერთი კონკრეტული ქვეყანა არის  დომინანტური. ჯავშნებს  რომ ვუყურებ, ერთი სომხეთიდან,  ერთი უნგრეთიდან, ერთი  ისრაელიდან და ა.შ. გვაქვს მიღებული“, -  აღნიშნა მაკა ღლიღვაშვილმა.

 


მიმდინარე  წლის ზაფხულის სეზონს „ლოპოტა სპა რეზორტი“ განსაკუთრებული სიახლეებით ხვდება, მაკა ღლიღვაშვილის თქმით „ლოპოტა სპა რეზორტის“ 5 კორპუსის რენოვაცია მოხდა. გარდა ამისა, სივრცეს ახალი აზიური რესტორანიც ემატება.

 

“მიმდინარე  წლისთვის ფანტასტიური სიახლეები გავქვს, შარშან  ჩვენ  გავხსენით ახალი მეთხუთმეტე პრემიალური 51 ნომრიანი სასტუმრო, რომელმაც ნამდვილად გაამართლა და როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

წელს  უკვე  გავაკეთეთ  ჩვენი 5 კორპუსის  სრული  რენოვაცია და დავსვით ისეთ სტანდარტზე, როგორც ჩვენი პრემიალური სასტუმროა და აქაც პრემიალური  ნომრები,  თავისი „დუპლექს“ „ჯუნიორ“ და „ლუქს“ ნომრებით იქნება. გარდა ამისა, ვხსნით ახალ რესტორანს, რომელსაც აქვს თავისი პატა პირადი ტბა, რომელიც მთის წყლთ ისვება. რესტორანს ექნება დიდი ტერასა და საკუთარი აუზი, რესტორანი იქნება აზიური კონცეფციის“, -  აღნიშნა მაკა ღლიღვაშვილმა.

 

რა შეეხება ფასებს, მაკა  ღლიღვაშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება, ფასების დაკორექტირება 10%-ით მოუწიათ,  თუმცა „ლოპოტა სპა რეზორტს“ ქართველი მომხმარებლებისთვის  ფასდათმობები ხშირად აქვს.

 

“პანდემიის  პერიოდში  ფასები 20-20%-ით  დაკლებული გვქონდა, შარშან უკვე,  როცა  საერთაშორისო ბაზრები გაიხსნა, ფასები  ძველ  ნიშნულს – 2019 წლის ფასებს  დავუბრუნეთ, თუმცა ახლა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი ძვირდება, ყველა კატეგორიაში დაახლოებით ფასების 10%-ით გაზრდა მოგვიწია. ჩვენ  ფასების კვტორიება ლარში გვაქვს გაკეთებული, თუმცა  დოლარსაც ვუყურებთ. ჩვენთვის კურსი ძალიან მნშვნელოანია, რადგან საზღვარგარეთ  კვოტირებას  ვაკეთებთ  დოლარში და ჩვენი მხრიდან მუდმივად  ხდება დაკვირვება.

 

მაისი  საშუალო  სეზონია, ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით მაღალი სეზონია. თუმცა მიუხედავად ამისა საქართველოს მოსახლეობაზე  ჩვენ ყოველთვის გვაქვს განსაკუთრებული შეთავაზებები. მიმდინარე შეთავაზება არის ის, რომ შაბათს თუ დამსვენებელი 2 ღამით დარჩება ჩვენთან მას,  20% იან ფასდაკლებას ვთავაზობთ“, - აღნიშნა მაკა ღლიღვაშვილმა.

 

„ლოპოტა სპა რეზორტმა“ ფუნქციონირება 2008 წელს 7–ნომრიანი საოჯახო სასტუმროთი დაიწყო ლოპოტას ტბის ნაპირზე. დღეს სასტუმრო კომპლექსი 232 ნოემრს მოიცავს და ერთ–ერთი მიმზიდველი ადგილია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის.


თაკო კვაჭანტირაძე 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up